ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, „კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“, მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა
ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, "კუმ დეო - მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის" მორიგი საქველმოქმედო აქცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში გამართა. ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, უფასო სამედიცინო სერვისი უფროსი ასაკის 70-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. საქველმოქმედო აქციაში, ტრადიციულად, რამდენიმე დარგის ექიმი და ახალგაზრდა მოხალისეები მონაწილეობდნენ. „ლიბერთის“ მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია „კუმ დეომ“ უკვე მეორედ გამართა. სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ლიბერთი #გულით ფარგლებში რეგიონების მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. ლიბერთი ბანკსა და „კუმ დეოს შორის“ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბანკის მხრიდან მაღალმთიან რეგიონებში საქველმოქმედო აქციების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
კომენტარი