სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილი კბილაშვილს აკრიტიკებს

ვერ ვიხსენებ პიროვნებას, რომელიც მიიჩნევს, რომ არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილება სწორი იყო, - ამის შესახებ ქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს უკანონო გადაწყვეტილება და კანონის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელზეც ვინმეს შესაძლოა განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდეს.

"ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, როდესაც რომელიმე მოსამართლის, ან პროკურორის გადაწყვეტილება არ მოგვეწონება, იმდენჯერ მოსამართლე, ან პროკურორი თანამდებობიდან გავათავისუფლოთ, მაშინ სად მივალთ? რამდენი პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ვინმეს არ მოეწონება იმდენჯერ პარლამენტი გადადგეს?" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, არჩილ კბილაშვილს ბედუკაძის საქმეზე კანონი არ დაურღვევია და ამის მთავარი მტკიცებულება არის ის, რომ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მოსამართლემ დაამტკიცა. პროკურორის საპროცესო შეთანხმება კი ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც ის მოსამართლემ განიხილა და დაამტკიცა.

"მე ვისთანაც მომიწია აზრთა ურთიერთგაცვლა კოალიციის შიგნით ამ თემაზე, მე ვერ ვიხსენებ პიროვნებას, რომელიც თვლის, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. უმრავლესობა მიიჩნევს და მეც ვთვლი, რომ ამ ტიპის საქმეზე მსგავსი გადაწყვეტილება, ალბათ, არ არის მიზანშეწონილი", - მიაჩნია უსუფაშვილს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100