სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში დღეს გლოვის დღეა.

უმძიმესი ტრაგედია ბათუმში - 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად 9 ადამიანი გარდაიცვალა.

მომხდარიდან მალევე მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს, რომელიც კორპუსთან მდგომ ავტომობილში იმყოფებოდა. რაც შეეხება უშუალოდ შენობაში მყოფ ადამიანებს, ბოლო მონაცემებით, მაშველებმა 10 მათგანის პოვნა შეძლეს, საიდანაც 8 უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილებს შორის 3 ბავშვია.

2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მათგანი, 35 წლის ქალი კლინიკაში 9 ოქტომბერს დილით გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. ქალს ღამის განმავლობაში გული 5-ჯერ გაუჩერდა. ირკვევა, რომ ნანგრევებში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ბავშვი სწორედ მისი შვილები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორპუსის ნგრევის სავარაუდო მიზეზი პირველ სართულზე უნებართვოდ წარმოებული სარემონტო სამუშაოები გახდა. სწორედ ამის გამო, უწყებამ ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა.

მომხდარის ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გარდა ამისა, უქმდება თბილისობასთან დაკავშირებული ღონისძიება, თანხა კი, რომელიც მის ჩასატარებლად იყო გამოყოფილი, ბათუმის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახების ფონდში გადაირიცხება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100