სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავღანეთში ტალიბებმა 12 წლის ბავშვს თავი მოკვეთეს

ავღანეთის მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ რადიკალური მოძრაობა „ტალიბანის“ წევრებმა 12 წლის ბავშვს თავი მოკვეთეს.

როგორც ცნობილია, აღნიშნული დანაშაული 29 აგვისტოს მოხდა. ბავშვი მაშინ გაიტაცეს, როცა იგი თავისი ქალაქის ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში მიდიოდა მამის თხოვნით. მოგვიანებით კი ბავშვის თავმოკვეთილი სხეული აღნიშნული ადგილიდან არც თუ ისე შორს იპოვეს.

ადგილობრივი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ ამ ცივსისხლიანი მკვლელობის მიზეზი ბავშვის ძმა გახდა, რომელიც პოლიციაში მუშაობს და აქტიურად ერთვება თალიბების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში.

შეგახსენებთ, რომ გარკვეული დროის წინ კიდევ ერთი შემაძრწუნებელი ინფორმაცია გავრცელდა. თალიბებმა მუსიკალური წრის 17 წევრს თავები მოკვეთეს. ეს კი იმით ახსნეს, რომ გარდაცვლილები მთავრობასთან თანამშრომლობისთვის დაისაჯნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100