სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ–ში Samsung–ის პლანშეტების გაყიდვა აიკრძალა

კომპანია Apple Inc–ის საჩივრის განხილვის შედეგად, ქალაქ სან–ხოსეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აშშ–ში პლანშეტური კომპიუტერის, Samsung Galaxy Tab 10.1–ის, გაყიდვა აიკრძალა.

„Samsung–ს უფლება აქვს Apple–ს ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს, თუმცა, კანონის ფარგლებში. დიზაინის მოპარვა, უკანონობაა“ – ამბობს მოსამართლე ლუსი კოხი.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც Apple Inc 2,6 მილიონ დოლარს გადარიცხავს სპეციალურ ფონდში იმ შემთხვევისათვის, თუ მოგვიანებით გადაწყვეტილება, Galaxy Tab 10.1–ის აკრძალვის შესახებ, უკანონოდ ჩაითვლება.

შეგახსენებთ, უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტები ერთგვარ პატენტურ ომს აწარმოებენ. პირველი სასამართლო პროცესი 2011 წელს გაიმართა. მაშინ Samsung–ს Apple–ის დიზაინის მოპარვაში დასდეს ბრალი.

2011 წლის აგვისტოში, ამერიკულმა Apple–მა მოახერხა და ევროპაში Samsung Galaxy Tab 10.1–ის გაყიდვა დროებით აკრძალეს. საპასუხოდ, ევროპისათვის Samsung–მა გაუმჯობესებული მოდელი Galaxy Tab 10.1N შექმნა. Apple–მა კვლავ განაცხადა, რომ კონკურენტმა მათი მოდელი დააპატენტა და გერმანიის დიუსელდორფის სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, აეკრძალათ Galaxy Tab 10.1N–ის გაყიდვა. სასამართლომ მოსარჩელეს მოთხოვნა დააკმაყოფილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100