თიბისის მობაილბანკმა Global Business and Finance Magazine-ის 3 საერთაშორისო ჯილდო მიიღო
გავლენიანმა საერთაშორისო
ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა.
2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას
3 ნომინაციაში მიაღწია.
ესენია:
·
საუკეთესო მობაილბანკი საქართველოში - Best Digital Bank Georgia
·
წლის საუკეთესო
მობაილბანკინგის ბრენდი საქართველოში - Best Digital Banking Brand Of The Year
Georgia
·
ყველაზე
ინოვაციური მობაილბანკი საქართველოში - Most Innovative Digital Bank Georgia
თიბისისთვის, როგორც
ტექნოლოგიური კომპანიისთვის ციფრული სერვისების
განვითარება და დახვეწა პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცემამ
თიბისი 3 ნომინაციაში დააჯილდოვა წარმატებული ინიციატივებისთვის.
Global Business
and Finance Magazine რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და
ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი,
Global Business and Finance Magazine-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო
და ობიექტური სტანდარტია.
კომენტარი