სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

‎ ყველაზე შიშისმომგვრელი ხუთი სატელევიზიო რეკლამა (ვიდეო)

ცნობილია, რომ „ჰელოუინზე“ ერთ–ერთ ტრადიციად მიღებულია ადამიანთა ჯგუფის მიერ საშინელებათა ფილმების ერთობლივი ყურება. ფილმები ფილმებად, მაგრამ სულ სხვაგვარადაა საქმე, როცა იგი ეხება სატელევიზიო რეკლამებს, რომლებიც დღეში რამდენჯერმე გადის და სხვადასხვაგვარ გავლენას ახდენს ადამიანებზე – როგორც მოზარდებზე, ასევე ზრდასრულებზე. „ჰელოუინის“ ფინიშზე „დრონი.ჯი“–მ შეკრიბა ყველაზე საშინელი და საზარელი იმ სატელევიზიო რეკლამების ხუთეული, რომლებიც, საბედნიეროდ, არა ქართულ, არამედ უცხოურ სატელევიზიო არხებზე გადის და აკრძალული არ არის.

1. ამ ნომინაციის უპირობო გამარჯვებულად შეიძლება ჩაითვალოს მტვერსასრუტ Dirt Devil–ის სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელიც ეკზორციზმის (ადამიანის სხეულიდან ავი ძალების განდევნის) ელემენტებითაა გაჯერებული და მნახველზე მართლაც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს (ვიდეორგოლი მასალას თან ერთვის).

2. გზაზე მანქანით მოძრაობის დროს სიჩქარის გადაჭარბების სავალალო შედეგი – Think UK–ის სარეკლამო რგოლი.

3. ზომბი–თრილერი დეზოდორანტ Axe–ს სარეკლამო ვიდეორგოლში.

4. გოგონა–მოჩვენება კინოფილმ „ზარიდან“ – Phones4U–ის სარეკლამო ვიდეორგოლი

5. ზომბების შესახებ კომპიუტერული თამაშის Dead Island–ის წარმომდგენი ყველაზე ხანგრძლივი და, შესაძლოა, ყველაზე სასტიკი ანიმაციური ვიდეორგოლი (მოარიდეთ ბავშვები. – რედ.).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100