სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ივანიშვილისეული გეგმა "ნაციონალური მოძრაობის" გაქოცების ჩაიფუშა"- მიხეილ სააკაშვილი

ნაციონალური მოძრაობა ყრილობას მართავს. ღონისძიებაზე 7 ათასი დელეგატი და 3 ათასი სტუმარია მიწვეული. სპორტის სასახლეში შეკრებილებს პარტიის ლიდერებმა სიტყვით მიმართეს.

სიტყვით მიმართა სტუმრებს და დელეგატებს მიხეილ სააკაშვილმა.

„გილოცავთ, ივანიშვილისეული გეგმა ნაციონალური მოძრაობის გაქოცების და ნაციონალური მოძრობის ჯიბეში ჩასმის, ჩაიფუშა. ეს არის მისი პირველი მარცხი 2012 წლის შემდეგ.

"თქვენ ვერ გათქმევინათ უარი იდეალებზე, ივანიშვილი ვერასდროს ვერ გაიგებს თუ რა არის ნაციონალური მოძრობა, მის ტვინამდე ვერასდროს მივა, თუ რა გვამოძრავებს,"- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ნაციონალური მოძრაობის შექმნის შესახებ ისაუბრა.

„გვჯეროდა იმის, რაც არც ფულით იყიდება და არც ტყვიით ჩერდება,“- განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მზად არის ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

„ვიყავით ოპოზიცია, გავხდით ხელისუფლება, გავხდით ოპოზიცია, ისევ მზად ვართ დავიბრუნოთ ხელისუფლება,“- აღნიშნა სააკაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ყრილობაზე შეკრებილებს მიმართა.

„თქვენ ხართ ის გარანტი რომ საქართველო აღარასდროს დაუბრუნდეს და დარჩეს იმ ფსკერზე, რომლისკენაც ივანიშვილი მიგვექაჩება,“- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ნაციონალური მოძრობა არის მომავლის ყველაზე ნათელი ხედვა. სააკაშვილის განცხადებით, მას აქვს ამბიცია, რომ საქართველო იყოს გამორჩეული.

„როგორც იდეალები არ იყოფა, ისევე არ იყოფა ნაციონალური მოძრაობა, როგორც სამშობლო არ იშლება ნაწილებად, ისე არ იშლება ნაციონალური მოძრაობა,“- განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პარტია ცოცხალი ორგანიზმია, პარტია არ იზომება იმ ადამიანებით, რომელიც მას აკლდება.

მიხეილ საკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა.

„რუსმა ოლიგარქმა ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა, პირად საკუთრებაში გადაიყვანა ის, აქცია თვის შპს-დ. ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს არც პრეზიდენტი, არც მთავრობა, ყველაფერი ერთი კაცის ხუშტურებს ემსახურება, ერთი გაუნათლებელი, ტლუ, საქართველოს მტრის პირად ახირებებს და ბოღმას, რომელსაც საქართველოს წინსვლა გადააყოლა... ზის თავის ბრონირებულ აკვარიუმში და ერთობა ზვიგენებთან და ზებრებთან თამაშით, ხეებთან თამაშით და ხანდახან ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნით... დღეს ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შპს ივანიშვილის შპს საქართველო,“- განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100