ამერიკელი ქალბატონი 26 საათის განმავლობაში 4-ჯერ დააკავეს
საკმაოდ უცნაური ფაქტი დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შატატებში. ქალაქ ეპინგის მცხოვრებლებმა, საკუთარ მეზობელს, 53 წლის ჯოის კოფის პირველად 28 აგვისტოს 15:00 საათზე უჩივლეს.
სამართალდამცავები კეფრის სახლს მიუახლოვდნენ და როკჯგუფის Guns’N’Roses-ის სიმღერების ხმა შემოესმათ. ქალბატონი გააფრთხილეს, მიუხედავად ამისა ერთი საათის შემდეგ მეზობლებმა სამართალდამცავები კვლავ გამოიძახეს და კანონდამრღვევის დაპატიმრება გახდა აუცილებელი.
ხუთი საათისთვის მეზობლებმა კვლავ მიმართელს სამართალდამცავ ორგანოებს და შედეგად ჯოისი მეორედ დააკავეს. ქალბატონი კვლავ გააფრთხილეს და ისევ შინ დააბრუნეს. თუმცა, როკმუსიკის მოყვარულმა გაჩერება არ მოისურვა, მან ბოლომდე გადაწყვიტა მეზობლებისთვის ნერვების მოშლა და 29 აგვისტოს შუაღამის საათებში სამართალდამცავები კვლავ ეწვივნენ და პოლიციის მანქანით მგზავრობა ქალბატონს მესამედ მოუწია.
მორიგი საჩივარი ჯოის კოფიზე 29 აგვისტოს 18:00 საათზე შევიდა. ამჯერად ქალბატონს თავის არეში ტრავმა საკუთარმა დიშვილმა მიაყენა. ეს უკანასკნელი მუსიკის გამორთვას ცდილობდა, მაგრამ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დეიდამ მას წინააღმდეგობა გაუწია.
შედეგად სამასართლო პროცესმა სანქციები დააწესა. ჯოისს გარკვეული დროის გატარება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოუწევს. ორი წლის მანძილზე კი ფსიქოლოგებთან კოსულტაციებით უნდა „უმკურნალოს“ საკუთარ თავს.
კომენტარი