გია ბურჯანაძე: "შეფიცულებში" აგენტებიც აღმოჩნდნენ
„სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ბურჯანაძის ინფორმაციით, „შეფიცულთა რაზმში" ხელისუფლებამ „აგენტების" შეგზავნა მოახერხა.
„ნამდვილმა შეფიცულებმა, პირველებმა მიიღეს 26 მაისს, აქციის დარბევისას პირველი დარტყმა. თუმცა, სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ შემოგზავნილებიც. ისინი წყევლაზე არიან გადაცემულები", - განაცხადა გია ბურჯანაძემ დღეს, ვერის პარკში, „სახალხო კრების" თბილისის აქტივისტებთან შეხვედრაზე.
მისივე განმარტებით, „ნამდვილ შეფიცულებს, რომლებიც წესიერ ადამიანებს წარმოადგენენ, შეფიცულთა ფიცი და წესი არ გაუტეხავთ".
კომენტარი