მიხეილ სააკაშვილს ციხეში დღეს ადვოკატები შეხვდებიან
დღეს, 4 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ადვოკატები პირველად შეხვდებიან.
რუსთავის ციხეში ცოტა ხანში დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია შევლენ, მოგვიანებით კი მას ნიკა გვარამია შეხვდება.
ადვოკატ, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტს ყველა იმ საკითხზე გაესაუბრებიან, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს.
ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციასაც გეგმავენ.
კომენტარი