სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ახალგაზრდა ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის, გულ-მკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული..." - 17 წლის ბიჭმა დედა დაჭრა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში შვილმა დედა დაჭრა. 42 წლის ქალს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის, გულ-მკერდისა და ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

მეზობლების ინფორმაციით, ქალს საკუთარი შვილი თავდაპირველად, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაუპირისპირდა. ამის შემდეგ კი არასრულწლოვანი დანით დედას გაუსწორდა.

დაჭრილი ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ქალი მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ არასრულწლოვანი შვილი დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, 2003 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 15 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 1978 წელს დაბადებულ დედას ცივი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ქალი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ნივთმტკიცების სახით ამოიღო”, – ნათქვამია განცხადებაში

მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100