მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი ეგზიტპოლის შედეგების შემდეგ (ვიდეო)
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგებს ეხმაურება, რომელიც ტელეკომპანია ,,მთავარმა" გამოაქვეყნა.
სააკაშვილის თქმით, ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.
,,ეს არის ისტორიული დღე, იმ პირობებში, როცა მე არ მომეცა საქართველოში ჩამოსვლის საშუალება, იმ პირობებშიც კი, გაერთიანებულმა ოპოზიციამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, მიუხედავად ზეწოლისა, ეს არის ოპოზიციის ძალიან დიდი ტრიუმფი, ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ერთიანი ეროვნული მთავრობა, "- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოში 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. მიმდინარეობს საარჩევნო ყუთების დალუქვის პროცედურა.
ტელეკომპანია "მთავარი არხის" დაკვეთით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:
,,ქართული ოცნება" - 41%
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 33%
,,ევროპული საქართველო" - 5%
,,ლელო' - 4%
,,სტრატეგია აღმაშენებელი" - 3%
,,გირჩი" - 3%
,,პატრიოტთა ალიანსი" - 2%
,,ლეიბორისტული პარტია" - 2%
,,დემოკრატიული მოძრაობა" - 1%
,,ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეეები"- 1%
სხვა პარტიები - 5%
აღნიშნული მონაცემები ასახავს პროპორციული სიით მიღებულ შედგებს. პარტიები პროპორციული სიით პარლამენტში, 120 ადგილს დაიკავებენ.
ამომრჩეველთა გამოკითხვა ტელეკომპანია "მთავარი არხისთვის" IPSOS-მა ჩაატარა.
კომენტარი