განგაშის მაქსიმალური დონე და გამკაცრებული რეგულაციები - რა ხდება ევროპის ქვენებში?
განგაშის მაქსიმალური დონე - კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების გამო საფრანგეთის დედაქალაქში მკაცრი შეზღუდვების ამოქმედება დაანონსდა, სამშაბათიდან შეიზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე შეკრება, ბარებსა და რესტორნებში სტუმრების მიღებას ახალი სანიტარული ნორმებით დაარეგულირებენ.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ჟან კასტექსის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პარიზში სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია ახლა ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს.
კოვიდ 19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, საგანგებო სიტუაციის რეჟიმი დაწესდა ჩეხეთშიც. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 ოქტომბრიდან ამოქმედებული რეჟიმი 30 დღის განმავლობაში იქნება ძალაში.
კოვიდინფიცირებულმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთით ვოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრი დატოვა და მხარდამჭერებს მიესალმა. აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ექიმების განცხადებით, დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა როდის შეძლებს შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი კლინიკის დატოვებას, ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარი