სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

SOS!მოქალაქე "დაიღუპა"!!!მთელი გულით მინდა, ეს პოსტი მთელმა საქართველომ ნახოს

ინტერნეტ სივრცეში შემდეგი პოსტი ვრცელდება, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

SOS!!! სასწრაფოდ!!! მოქალაქე გ.მ. "დაიღუპა"!!! დაფიქსირებულია სუიციდი!!! "დაიღუპა" ბრჭყალებში იმიტომ, რომ ჯერ არ დაღუპულა, გაგიკვირდებათ და მე გახლავართ ეს მოქალაქე, რომელიც ახლა ამ პოსტს წერს...

... დიახ, ახლა გახლავართ ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, რომელიც ერთი დღით ვიქირავე, მხოლოდ იმისთვის, რომ ეს პოსტი დავტოვო, იმისთვის, რომ მთელმა საქართველომ წაიკითხოს და მოისმინოს თუ რა საშინელებაა (სურათიდან გამომდინარე მიხვდებოდით ალბათ) აზარტი და თამაში... შემდეგ კი დავემშვიდობო დედამიწას და წავიდე სადღაც... სადღაც შორს... არ ვიცი რამდენად იმოქმედებს ეს პოსტი თქვენზე, მაგრამ სიკვდილის წინ უდიდესი სურვილი მაქვს, რომ ეს პოსტი ყველამ ნახოს, ძალიან არ მინდა, რომ ეს საზიზღრობა, რასაც მე ვაკეთებ, სხვამ კიდევ გაიმეოროს... ... რამდენიმე წელია, დავიწყე თამაში... ისეთ წრეში ვტრიალებდი, რომ მომიწია ამ სატანისტურ დაწესებულებაში შესვლა... თავიდან პატარა თანხით დავიწყე... შესაბამისად პატარა თანხასაც რომ მოვიგებდი ხოლმე (20 ლარი, 25 ლარი) ჩემზე ბედნიერი არავინ იყო ხოლმე, შემდეგ კი გავიდა წლები და ვიშოვე სამსახური, შესაბამისად ზემოთხსენებულ დაწესებულებებში შესვლა ჩვევად მექცა, რადგანაც ფული მქონდა ხოლმე... ალბათ, კითხვა გიჩნდებათ აქ: "თუ ფული გქონდა რაღას შედიოდი?" დიახ! მქონდა მაგრამ მაინც შევდიოდი, თქვენც ხომ იცით, რომ სიგარეტი მავნებელია, რატომ ეწევით?! - იმიტომ, რომ გასინჯეთ და "ლომკა" გაქვთ! აი, თამაშს კი დამერწმუნეთ და გაათმაგებული ლომკა აქვს!!! ... როდესაც ხელფასს ავიღებდი, დაუყონებლივ, რაღაც ძალა, რაღაც ჯადო, ავტომატურად მიმარბენინებდა ხოლმე იმ დაწესებულებისკენ და ვფიქრობდი მხოლოდ მოგებაზე... როდესაც ვიფიქრებდი: რომ წავაგო რას ვშვები მერე? უცებ "სატანა" ჩამჩურჩულებდა, არა რა უნდა წააგო, მოიგებ! თან ბევრს!!! მახსენებდა მოგებულ თანხებს, მუქთა ფულს და მავიწყებდა წაგებულ თანხებს... 1000 პრობლემა შემექმნა, ბევრჯერ წავაგე ხელფასი, ჩემი ნაშრომი... მაგრამ ვერა და ვერ შევეშვი... ყოველთვის, როცა ფული ჩამივარდებოდა ხელში, ფეხები თვითონ გარბოდა კაზინოსკენ... გარბოდა - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ნელა ვერ მივდიოდი, ერთი სული მქონდა იმ ჯოჯოხეთში შემედგა ფეხი... როცა დიდ თანხებს ვიგებდი ხოლმე: 200, 500, 1000, 2000, 5000 და ა.შ... ნახევარს ყოველთვის უკან ვტოვებდი ხოლმე, რადგანაც ისევ მკარნახობდა "სატანა": ეს არაფერია, გააგრძელე და ორმაგს მოიგებ, სამმაგს... ბოლოსდაბოლოს მოხდა ასე, რომ ხელფასიც აღარ მყოფნიდა, გავზარდე ფსონები, აღარ მაკმაყოფილებდა მოგებული 200 და 300 ლარი, მაგ თანხით უკვე სათამაშოდ მივდიოდი ხოლმე (ხშირად ორმაგით და სამმაგითაც) ... წაგებისას ვეღარ ავღწერ უკვე როგორ საშინელ სტრესსში ვარდებოდი ხოლმე, მაგრამ ფულს რომ ვიშოვიდი, ეს სტრესი წარსულს ბარდებოდა ხოლმე ყოველთვის... ბოლოს ძალიან ბევრი წავაგე, ყოველ წაგებულზე ხელახლა შესვლა და იმ თანხის ამოღება მინდებოდა ხოლმე... თავს აღარ მოგაბეზრებთ და მალე დავამთავრებ: ბოლოს და ბოლოს გავმწარდი იმდენი წავაგე: ამას ასე არ დავტოვებ მეთქი, მაინც "ამოვიღებ" ამ თანხას ვიფიქრე, შევედი ბანკში და გამოვიტანე დიდი სესხი, ვიყიდე იარაღი... შევედი სათამაშოდ, წავაგე და ახლა ვიქირავე ბინა და ამოვედი ჩემივე ნაყიდი იარაღით... ამ ყველაფერს ისე ვერ გადმოგცემთ მეგობრებო, რა გულითაც მინდა რომ ავღწერო ეს ყველაფერი, არ მაქვს გადმოცემის კარგი უნარი და არ ვარ მწერალი... ერთი უბრალო ადამიანი ვარ, უბრალოდ მთელი გულით მინდა, რომ ეს პოსტი მთელმა საქართველომ ნახოს, მთელი გულით მინდა გაავრცელოს პრესამ, ტელევიზიებმა, მშობლებმა სერიოზული კონტროლი გაუწიონ თავიანთ შვილებს, რათა ამ "ჯოჯოხეთში" არ მოხვდნენ... მინდა ტელევიზიამ, ჟურნალისტებმა, ხალხმა - თქვენ მეგობრებო მოსთხოვოთ მთავრობას, ქალაქიდან მოწყვიტონ კაზინოები, სლოტები: (LAშ VEGAS, EUROPE-BEთ, ADJARABET) ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება ჩემსავით უაზროდ, გთხოვთ თვალები გაახილოთ და მთელს ინტერნეტ სივრცეში გაავრცელოთ ეს პოსტი!!! ჩემი ოცნებაა გამოვიდეს ეკლესია, მრევლი და მკაცრად მოთხოვოს მთავრობას ამ ჯოჯოხეთური კაზინოების გაუქმება, ან ქალაქიდან მოშორება შორს!!! ამის გაკეთება შესაძლებელია მეგობრებო და ეს თქვენ უნდა გააკეთოთ...

P.S. თავს არ ვიკლავ! ბევრჯერ კი გამიფიქრებია სუიციდი წაგებისას, მაგრამ არა! - ეს უდიდესი ცოდვაა, ყველაფერი გამოსწორებადია, იესოს ხატთან დავიფიცე, რომ აღარასდროს ვითამაშებ ლარიანითაც კი! და ღმერთს შევპირდი: თუ როდესმე იგივე გავიმეორე, აღარასდროს არაფერში მომიმართო ხელი მეთქი... მომბაძეთ მოთამაშეებო, ასე ჯობია, დამიჯერეთ ...

დიდი მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარეთ და ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ, ვინც ეს პოსტი გაავრცელეთ ან სწორედ ახლა გაავრცელებთ და დიდი ბოდიში, რომ ტყუილით დავიწყე: თითქოს თავს ვიკლავდი, მაგრამ მერწმუნეთ: ბევრს მოუკლავს თავი, ბევრი იკლავს და კიდევ ბევრი მოიკლავს, თუ არ შევაჩერეთ და თუ წინ არ დავუდექით ამ საშინელებას ჩვენ, ყველა ერთად... და სანამ ჩვენ ახლობლებს დავინახავდეთ ამ საშინელ სიტუაციაში, სჯობს მანამდე მივაქციოთ ყურადღება ამ თემას! დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში ყველას, უფალი გფარავდეთ მუდამ!



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100