სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვახტანგ რჩეულიშვილი: მაია რჩეულიშვილი ჯერ გაძარცვეს, მერე დააპატიმრეს და ეხლა კლავენ!

ვახტანგ რჩეულიშვილის მორიგი პოსტი მეუღლეზე, პატიმრობაში მყოფ მაია რჩეულიშვილზე:

დიდი ქართველი ქალი და მისი ჯალათები

საუკეთესო შვილი, საუკეთესო მეუღლე და საუკეთესო დედა, საუკეთესო ბებია, საუკეთესო მეგობარი,საუკეთესო მეზობელი, საუკეთესო მშენებელი, საუკეთესო პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ქალი მაია რჩეულიშვილი ჯერ გაძარცვეს, მერე დააპატიმრეს და ეხლა კლავენ! ისღა მანუგეშებს, რომ უფალმა ისეთი მეუღლით დამაჯილდოვა, რომლის მსგავსი სხვა არც კი მსმენია. მაიას ნაირი ქალის უკანონოდ დაპატიმრება და წამება კი ზოგადად ქართული ოჯახის, მთელი საქართველოს შეურაცყოფაა და არავის საამებლად ეს პროკურატურას არ უნდა გაებედა.
რატომ დუმან პროკურორები, როდესაც თბილისისა და ბათუმის მერიებს და შპს "დექსუსის" მეშვეობით "ცენტრ-პოინტისთვის" წართმეული 30 მლნ. ქონების დაბრუნებას და ზარალის ანაზღაურებას ვითხოვთ? მეტიც- როდესაც სააკაძის ობიექტის მშენებლობაზე თბილისის განვითარების ფონდიდან კრედითად აღებული ბიუჯეტის 11 მილიონი ლარიც ასევე გააქრეს? .ვინ აპატიებდა ბიუჯეტის ქურდებს ამ დანაშაულს, ხელისუფლება და პროკურატურა რომ ხელს არ აფარებდეს მათ? ან რატომ არ ხვდება კომპანიის დამფუძნებლებს მთავრობის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე ფინანსთა მინისტრი "ცენტრ-პოინტის" იძულებითი გაკოტრების საკითზე? ერთხელ მაინც მოისმინონ ჩვენი წინადადებები,რომელთა განხილვას ათასობით ადამინი ელოდება! მათ შორის უამრავი ქოციცა და ნაციც-ანუ თითქმის მთელი საქართველო!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100