გერმანიიდან დაბრუნებული პატრიარქი: „საქართველოს ვერცერთი ქვეყანა ვერ შეედრება...“
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა. პატრიარქი აეროპორტიდან სამების საკათედრო ტაძარში გაემგზავრა, სადაც მრევლს ქადაგებით მიმართა.
"მინდა გითხრათ, რომ ვერავითარი უცხო ქვეყანა ვერ შეედრება საქართველოს. დღეს ჩვენ გვაცილებდა 500-600 ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ. მე მათ ვუთხარი, რომ აქ შეიძლება არის ბევრი სასმელი და ჩასაცმელი, მაგრამ ის რაც არის საქართველოში, აქ არ არის. ეს არის მადლი ღვთისა, ეს არის წყალობა და მფარველობა ღვთისა და ამას ჩვენ განსაკუთრებით ვგრძნობთ მაშინ, როდესაც ჩვენ მივდივართ უცხო ქვეყანაში. ჩვენი ქართველი თანამემამულეები იქ დალხინებულად არ არიან, მათაც უჭირთ. ზოგი მუშაობს, ზოგიც სწავლობს. მე მათ მოვუწოდე, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ და იშოვონ აქ, ჩვენს ქვეყანაში სამსახური", - ბრძანა პატრიარქმა.
ასევე, ქადაგებისას უწმინდესმა მადლობა გადაუხადა მრევლს ლოცვისთვის.
კვირას, სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა წირვა აღავლინა და იქადაგა.
კომენტარი