პირადი ანგარიშიდან კოალიციის წევრებზე თანხის გადარიცხვით ივანიშვილი კანონს არღვევს
როგორც საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან კოალიციის წევრებისთვის თანხის გადარიცხვა წინააღმდეგობაში მოდის ქართულ კანონმდებლობასთან.
აღმოჩნდა, რომ კოალიციის წევრები, კონკრეტულად კი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, ოლიგარქისგან სოლიდურ ჰონორარს იღებენ.
ბიძინა ივანიშვილმა პირადი ანგარიშიდან, თანხები ქვემოთ ჩამოთვლილი ადამიანების ანგარიშზე გადარიცხა:
1. ალექსანდრე ბარამიძე - 12 500 ლ
2. ალექსი პეტრიაშვილი - 6250 ლ
3. ანა გოჩაშვილი - 5000 ლ
4. ანა ქობულაძე - 1250
5. არჩილ კბილაშვილი - 12 500
6. არჩილ ჩხარტიშვილი - 2500
7. ბადრი პაიჭაშვილი - 2500
8. გიორგი არაბული - 2500
9. გიორგი გეგეჭკორი - 12 500
10. გიორგი ვოლსკი - 12 500
11. გიორგი უძილაური - 11 250
12. გურამ კუციავა - 2500
13. დავით ზურაბიშვილი 6 250
14. დავით ლომიძე - 2500
15. დავით ტყემალაძე - 3427,5
16. ელისო ჩაფიძე - 6250
17. ერეკლე ტრიპოლსკი - 95 097,75
18. ვასილ ჯანიკაშვილი - 12 500
19. ვახტანგ მამალაძე - 2500
20. ვლადიმერ შენგალაია - 3 750
21. ზაალ გოგსაძე - 12 500
22. ზაზა ფირალიშვილი - 25 000
23. ზაქარია ქუცნაშვილი - 12 500
24. ზურაბ ბიგვავა - 12 500
25. ზურაბ ქარუმიძე - 3 125
26. თეა წულუკიანი - 6250
27. თედო ჯაფარიძე - 12 500
28. იმედა დარსალია - 2500
29. ირაკლი სესიაშვილი - 12 500
30. ირინე თევდორაშვილი - 3 750
31. კახაბერ ჯონჯუა - 2500
32. მაია მენაღარიშვილი - 2500
33. მაია ფანჯიკიძე - 6 250
34. მანანა თოქმაჯიშვილი - 5000
35. ნანა მჭედლიშვილი - 5000
36. ნინო გოგუაძე - 3 125
37. ნოდარ ხადური - 21 250
38. ნონა ყანდიაშვილი - 10 000
39. რატი ამაღლობელი - 12 500
40. ტატიანა დათიკიშვილი - 3 750
41. ქეთევან შაიშმელაშვილი - 1250
42. ქეთევან ჩიგოგიძე - 1750
43. შალვა თადუმაძე - 12 500
საერთო ჯამი 406 525,3
აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის მოძიების შემდეგ, სპეციალური განცხადება გაავრცელა კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურმა, რომელსაც „დრონი.ჯი“ უცვლელად და სრულად გთავაზობთ.
მონიტორინგის სამსახურის განცხადება
15.03.2012
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფინანსები ექვემდებარება სრულ გამჭვირვალობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას.
პოლიტიკური სუბიექტები პოლიტიკურ ხარჯებს უნდა ახორციელებდნენ კანონის შესაბამისად და სპეციალურად განკუთვნილი ანგარიშებიდან.
ააიპ „ქართული ოცნების“ მიერ მონიტორინგის სამსახურში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების დოკუმენტაციების თანახმად, ამ ორგანიზაციის პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა არ იღებს სახელფასო ან სხვაგვარ ანაზღაურებას ამ ორგანიზაციიდან.
დამატებითი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები პირად დაფინანსებას იღებენ ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან.
დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენს 406 000 ლარს.
დაფინანსების აღნიშნული სქემა წინააღმდეგობაშია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წარმოადგენს სამართალდარღვევას.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ტარდება შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე.
კომენტარი