„მიშას და გიგას იახტა ჰყავთ კაიმანის კუნძულებზე და ოპიუმის ავღანელ დილერებთან გარიგება გვაქვს დადებული. ყველას გეპატიჟებით...“
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ფრანგი მრჩეველი რაფაელ გლუქსმანი "ფეისბუქის" საშუალებით გაზეთ "ქრონიკაში" გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება. გაზეთი წერდა, რომ 2011 წელს სააკაშვილმა თავის 200 მლნ დოლარად ღირებულ იახტაზე გლუქსმანს დაბადების დღე გადაუხადა. „რეპორტიორი“ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"პრესაში წერენ, რომ 2011 წელს ქართველ გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე მიშას ძალიან ძვირადღირებულ იახტაზე გიგასთან და სხვებთან ერთად დაბადების დღე აღვნიშნე. მაგრამ მათ დაავიწყდათ ეხსენებინათ 86 მეძავი, კოკაინი და ბურგუნდიული 1937, რომელიც ჯაკუზში იღვრებოდა, ვიდრე ჩვენ იშვიათი ჯიშის ცხოველებს საქართველოს ძალიან წმინდა მიწის დე-ქრისტიანიზაციისთვის იუდეურ-პაგანისტურ რიტუალზე მსხვერპლად ვწირავდით. უნდა ვაღიარო, არც ისეთი კარგი გამომძიებლები არიან.
ახლა სერიოზულად: თაღლითების რა იდიოტური ბანდაა...
P.ს.: ზღვის დაავადება მაქვს და დაბადების დღეს არცერთ გემზე არ გავატარებდი :)) აი, რატომ მოვაწყვეთ სინამდვილეში წვეულება მდიდრულ რაკეტაზე, იეჰოვას მოწმეთა საერთაშორისო ორგანიზაციის მოწვევით (ცხადია, ის გიგამ მოაწყო)
მომდევნო წვეულებას ახალი წლისთვის ვგეგმავთ. მიშას და გიგას 70-მეტრიანი იახტა ჰყავთ კაიმანის კუნძულებზე და ოპიუმის ავღანელ დილერებთან სპეციალური გარიგება გვაქვს დადებული. ყველას გეპატიჟებით და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!" - აცხადებს გლუქსმანი.
შეგახსენებთ, რომ გაზეთმა "ქრონიკამ" რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის გაფლანგვისა და წვეულებების მოწყობის შესახებ სტატია გაავრცელა.
კომენტარი