ულამაზესი ქართველი მსახიობი პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს - ვინ არის ნანა სტამბოლიშვილი, რომელიც "გაუცინარი კაცის" პარტნიორი იქნება
ცნობილი თურქული სერიალის მთავარი გმირი ქალის როლს ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი შეასრულებს. "Emanet" ("სხვისი შვილი") ასე ჰქვია სერიალს, რომელიც წლებია უკვე სხვადასხვა ქვეყანაში დიდი რეიტინგით სარგებლობს და ის ერთ-ერთ ქართულ არხზეც გადის. სერიალის სიუჟეტი ასე ვითარდება. პატარა ბავშვი, რომელიც დედ-მამას დაკარგავს, დაპირისპირების მიზეზი ხდება. ბიჭის ბიძა ცდილობს ძმიშვილი თავად აღზარდოს, მაგრამ ამის საშუალებას გარდაცვლილი რძლის და არ აძლევს. საბოლოოდ წყვილს ერთმანეთი შეუყვარდება, მაგრამ წინ უამრავი დაბრკოლება შეხვდებათ. სერიალში მთავარ გმირ ქალს ცნობილი თურქი მსახიობი, სილა თურქოღლუ თამაშობდა, შეყვარებული მამაკაცის როლს კი, როგორც ხშირად უწოდებენ, "გაუცინარი კაცი" ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი. წარმატებული სერიალი მაყურებელმა მალე შეიყვარა, თუმცა მეორე სეზონის ფინალი სილას გარეშე გადაიღეს, რადგან ქალი მოულოდნელად სერიალიდან წავიდა. ის უბრალოდ ადგა და გადაღებებზე აღარ მივიდა და განაცხადა, რომ მესამე სეზონში მონაწილეობაზე უარს ამბობდა. ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანი და სილა თურქოღლუ თურქული მედია წერს, რომ ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანის პარტნიორი სერიალ Emanet-ში მესამე სეზონიდან ქართველი ნანა სტამბოლიშვილი იქნება. ნანა სტამბოლიშვილი მოდელი და მსახიობია. ახალგაზრდა ქალის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ, როგორც ჩანს, "სხვისი შვილი“ მისთვის პირველი თურქული დრამა იქნება. სერიალი განსაკუთრებულად პოპულარულია თურქეთის საზღვრებს გარეთ. მთავარ გმირებს კი ჰალილსა და სილას საუკეთესო წყვილად აღიარებდნენ სოციალურ ქსელში. ისინი შეყვარებულებულებადაც გამოაცხადეს და წერდნენ, რომ დაქორწინებასაც კი აპირებდნენ. სილა თურქოღლუმ სერიალის გადამღები კომპანია Karamel Yapım-ი მობინგში დაადანაშაულა. მსახიობმა განცხადება ადვოკატის საშუალებით გააკეთა. ქალს კონკრეტულად არ განუცხადებია თუ რა სახის ზეწოლას ახდენდენ მასზე, რადგან ტერმინი მობინგი, მოიცავს თანამშრომლის დაშინებას, შანტაჟს, კრიტიკას, შეურაცხყოფას და დაცინვას. რაც შეეხება ნანა სტამბოლიშვილს, მას საქართველოში ნაკლებად იცნობენ. ქალს მეუღლე ლაშა მგელაძე და ერთი შვილი ჰყავს. როგორც მისი "ფეისბუქიდან" გავარკვიეთ, ის უკვე იმყოფება სტამბოლში გადაღებებზე. მართალია, თავად მედიასთან სერიალში მონაწილეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს, მაგრამ სერიალის შემქმნელების ოფიციალური ინფორმაციით, ახალ სეზონში ჰალილს პარტნიორობას ნანა სტამბოლიშვილი გაუწევს.
კომენტარი