სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მისი მშობლები მილიარდერები არიან, ის კი ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს

დევიდ და ვიქტორია ბექემები მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი წყვილია, 2014 წელს დევიდის წლიურმა შემოსავალმა 75 მილიონი შეადგინა, მათი უფროსი ვაჟი კი კაფეში დამლაგებლად მუშაობს. 16 წლის ბრუკლინ ბექემი მაგიდებს ალაგებს და ჭურჭელს რეცხავს. ამის შესახებ ვიქტორიამ ელენ დეჯენერსის შოუში გასულ კვირას განაცხადა.

„ის ძალიან კარგი ბიჭია. ბოლო ორი წელია კაფეში მუშაობს, რეცხავს ჭურჭელს, რაც ძალიან კარგია. მე და დევიდი ძალიან ბევრს ვშრომობთ და კარგია, რომ ბავშვებსაც აქვთ შრომის კარგი უნარი, გარდა ამისა მომწონს რომ ბრუკლინი იქ ადამიანებს ეხმარება“ - განაცხადა სფაის გელსის ყოფილმა სოლისტმა და ამჟამად წარმატებულმა დიზაინერმა ვიქტორია ბექემმა ელენთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ბრუკლინი ოჯახში ერთადერთი ბავშვი არ არის რომელიც მუშაობს, მისი უმცროსი ძმა ფოტომოდელია და წამყვანი ბრენდების სარეკლამო სახე გახლავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100