სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-მ ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს. ამის შესახებ განცხადება სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია, ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული ბეჟან შაკაია, რომელიც საქართველოში გადმოვიდა რუსების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან.

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100