სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მე ვისურვებდი რომ ჩემს ბიჭს კიბო ქონდეს!

ამ რეკლამამ ყველა შოკში ჩააგდო, სავარაუდოდ სათაურის გამო თქვენც დიდი ინტერესით კითხულობთ სტატიას. სარეკლამო პოსტერზე წერია:

“მე ვისურვებდი რომ ჩემს ბიჭს კიბო ქონდეს! ჰარისონი, ჩემი 6 ჭლის ბიჭია, რომელსაც “Duchenne Muscular Dystrophy” (დიუშენის კუნთოვანი დისტროფია) დაუდგინეს. ის ერთ-ერთია იმ 2,500 ბავშვიდან ბრიტანეთში რომლებიც ვერ მიაღწევს 20 წლის ასაკს.კიბოსგან განსხვავებით ეს დაავადება არ ინკურნება. თქვენ ალბათ არც კი გსმენიათ ამ დაავადების შესახებ, დღესდღეობით საკმარისი ფინანსებიც არ იხარჯება რათა მეცნიერებმა აღმოაჩინონ გამოსავალი. ჩემი ერთადერთი საზრუნავი ფულის შეგროვებაა, რომელიც მეცნიერებს დაეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში.

როდესაც დიდი საინფორმაციო კამპანიის წამოსაწყებად არ გაქვს დიდი ფინანსები და რესურსები შეიძლება ყველაფერი მარტივად გააკეთო, სწორედ ამის დამტკიცებას შეეცადა ბრიტანული სარეკლამო სააგენტო AIS London,მათ იპოვეს სწორი გზა მიზნის მისაღწევად.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100