მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” მიმართვა
გორის რაიონში, კერძოდ, ატენში უმოწყალოდ იჩეხება ხე- ტყე, მდინარე ათრევის ულამაზესი ხეობა ნაგავსაყრელადაა ქცეული, რომლის ჩვეულებრივ პირობებში გაწმენდა შეუძლებელია.
ამასთან, თავისი მნიშვნელობით ერთერთი ღირსშესანიშნავი ძეგლი, ატენის სიონი, საჭიროებს დაუყოვნებლივ სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას. ვინაიდან ტაძრის უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი ფრესკები დროთა განმავლობაში იბზარება და ირეცხება ბუნებრივი თუ ეკოლოგიური ზემოქმედებით. დაზიანებულია ასევე ტაძართან მისასვლელი გზა, რაც პრობლემას ქმნის ტურისტული თვალსაზრისით.
საქართველოს მიწა, ბუნება, ხე-ტყე ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენს შთამომავლობას გაჩეხილ ტყეებს, დაბინძურებულ გარემოს და განადგურებულ კულტურულ მემკვიდრეობას ვახვედრებთ.
სოფლის მოსახლეობამ, არაერთხელ მიმართა ხელისუფალთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ყურის დამგდები ჯერ არავინ არ გამოიძებნა. ნუთუ არ უნდა დადგეს საშველი და ვერ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი?- საპასუხო ქმედებებს კვლავაც იმედიანად ველით.
მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” გორის რაიონული ორგანიზაციის წევრი, ქალბატონი ნატალია ხუციშვილი.
კომენტარი