მირზა სუბელიანს პატიმრობა შეეფარდა
ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს პატიმრობა შეეფარდა.
როგორც პროკურორმა განაცხადა, სასამართლომ იმსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია ის რომ მირზა სუბელიანის მიმართ გამოყენებული იქნას პატიმრობა.
ბრალდების მხარის არგუმენტი იყო ის, რომ არსებობდა, მოწმეებზე ზემოქმედების გარკვეული საფრთხეები და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
„ბრალდების მხარემ მოაგროვა მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის ვიდეოჩანაწერი და ეს მტკიცებულებები სასამართლომ მიიჩნია საკმარისად“- განაცხადა პროკურორმა.
კომენტარი