სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"წარმოდგენაც კი მიჭირს რა მძიმე ჯვარი გარგუნათ ღმერთმა" - ასე ულოცავს პატრიარქს იუბილეს ზურა ხაჩიძე

დღეს, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაბადების დღეა. ასე ულოცავს პატრიარქს იუბილეს მომღერალი ზურა ხაჩიძე:

მადლობა ღმერთს თქვენი დაბადებისათვის, სიყვარულისათვის, ლოცვისათვის, ავტოკეფალიისათვის, გამრავლებისათვის, ჩემი გადარჩენისათვის და რა ჩამოთვლის ჩვენო უწმინდესო რამდენი რამე გაქვთ ამ ქვეყნისთვის გაკეთებული! მე ერთი რიგითი ქართველი ბედნიერი ვარ,რომ გაგიცანით და გავხდი თქვენი სიყვარულის ღირსი. მადლობას გიხდით ყველაფრისთვის რაც ჩვენს ქვეყანას და დაუნახავ ქართველ კაცს გაუკეთეთ ამ წლების მანძილზე,მაგრამ ეს იყო როგორც თქვენ ამბობთმზიანი ღამე.წარმოდგენაც კი მიჭირს რა მძიმე ჯვარი გარგუნათ ღმერთმა ათეისტურ-კომუნისტური ეპოქიდან ლიბერალურ დემოკრატიამდე! მიყვარხართ ძალიან უწმინდესო. თქვენს ამაგს და სიკეთეს ამ ქვეყნისთვის თაობები არ ეყოფა მადლობის გადასახდელად! გკოცნით ბევრს და უფალს ვთხოვ ჯანმრთელად გვიმყოფოს თქვენი თავი.ამინ” - წერს ზურა ხაჩიძე.

შეგახსენებთ, რომ კათალიკოს-პატრიარქს 86 წელი შეუსრულდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100