სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იზრუნე მომავალზე ნატახტარის ლიმონათთან ერთად

26 მარტს, 14:00, სასტუმროში „ტიფლის პალასი“ (მის. გორგასლის #3) გაიმართება „ფონდი ნატახტარის“ პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციის მიზანია გააცნოს საზოგადოებას მესამე ტალღის შედეგად შეგროვებული თანხის მოცულობა, ფონდის მიერ 2012-2013 წელს განხორციელებული პროექტები და მისი სამომავლო გეგმები.

აღსანიშნავია, რომ თანხის ნამდვილობა დადასტურებულია აუდიტორული კომპანია PricewaterHouse Cooper-ის მიერ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ და კითხვებს პასუხს გასცემენ კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“ დირექტორი - ლელა მერაბიშვილი და ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი - მანანა ომარაშვილი.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდინატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“განახორციელება. 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხებოდა 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად 0.33ლ; 0.5ლ; 1ლ და 2ლ).

პროექტი ხორციელდება ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100