სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში სკოლის შენობის მეორე სართულიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოხტა

ქუთაისში, ერთ-ერთ სკოლის შენობის მეორე სართულიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოხტა.

პედაგოგები ადასტურებენ, რომ ბავშვი საპირფარეშოდან გადმოხტა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სკოლის ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100