რუსეთმა შესაძლოა სომხეთს, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, აიძულოს
საქართველოსთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მომგებიანი არ არის. ამის შესახებ, ცნობილმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ალექსეი პოლტოროკოვმა აზერბაიჯანულ "ვესტისთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარება, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
"მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამ შესაძლოა პრეცედენტი შექმნას საქართველოსთვისაც. ხოლო როგორი - პოზიტიური თუ ნეგატიური - ეს უკვე სხვა საკითხია,"- განაცხადა მან.
პოლტორაკოვი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში არანაირი პოზიტიური ძვრა აღნიშნული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით არ იქნება.
რუსეთის კრემლის მიერ, ერევანზე განხორციელებული შესაძლო წნეხის შესახებ საუბრისას, ექსპერტმა განაცხადა, რომ რუსეთს ყველა ასპექტში შეუძლია ერევანზე გავლენა მოახდინოს, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით.
"რუსეთისა და სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, რუსეთმა შესაძლოა აიძულოს სომხეთი, აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და სანაცვლოდ ყარაბაღის კონფლიქტის სომხეთის საკეთილდღეოდ მოგვარება შესთავაზოს," - განაცხადა მან.
კომენტარი