სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას ორმა გუბერნატორმა მიმართა

საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე, საქართველოს ორ რეგიონში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა.

პრემიერ-მინისტრი გაწეული სამსახურისთვის ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ რუსიშვილს მადლობას უხდის.

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო - შიდა ქართლში გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100