ანჯელინა ჯოლის "ზომბი ორეული" დააპატიმრეს
ირანელმა საჰარ ტაბარმა სახელი თავდაპირველად სოციალურ ქსელში გაითქვა იმით, რომ ის 50 პლასტიკური ოპერაციით ნელ-ნელა ჰოლივუდის ვარსკვლავ ანჯელინა ჯოლის დაემსგავსა. თუმცა, ეს ის მსგავსება არაა, რითაც სხვა გოგონები იამაყებდნენ - ქირურგიული ჩარევების სიმრავლის გამო მას ზომბს უფრო ამსგავსებენ, ვიდრე მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალს.
მიუხედავად ამისა, საჰარი მაინც კმაყოფილი იყო საკუთარი ვიზუალითა და მოხვეჭილი პოპულარობით, რომელმაც თავადვე დააზარალა. საქმე იმაშია, რომ მის ფოტოებს ძირითადად უარყოფითი გამოხმაურება აქვს. ინტერნეტში განთავსებული სურათების გამო კი ირანის სასამართლომ ქალი დამნაშავედ სცნო და მკრეხელობაში დასდო ბრალი. გარდა ამისა, საჰარს ბრალი ედება საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების მცდელობაში, გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარ ვიდეო-ბლოგებში გოგონა სხვადასხვა მძიმე მეთოდებით გახდომის საშუალებას სთავაზობს ქალებს.
ამჟამად ირანში საჰარის პირადი ბლოგ-გვერდი დაბლოკილია. გოგონა აცხადებს, რომ არ აქვს ისეთი მძიმე ვიზუალი, როგორც ეს მის ინსტაგრამზე ჩანს, რადგან აღნიშნულ ფოტოებში უკეთია გრიმი და ასევე გამოყენებულია ფოტოშოპი.
კომენტარი