მომავალი წლის გაზაფხულამდე გადადებული ფრენები და თურნავას განცხადება - როდის აღადგენს WizzAir-ი საქართველოში ბაზას
ავიაკომპანია WizzAir-ი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან საქართველოში ბაზას აღადგენს, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„ოპტიმისტურად აფასებენ ავიაკომპანიები მომავალში საქართველოში ფრენისა და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს მყისიერად არ მოხდება, თუმცა ეს უკვე აძლევს საშუალებას WizzAir-ს, რომელიც ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან აღადგენს საქართველოში ბაზას.
არაერთხელ მითქვამს ადრეც, რომ ეს იყო პანდემიით გამოწვეული დროებითი ნაბიჯი, რომლის მსგავსი გადაწყვეტილებებიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ავიაკომპანიამ მიიღო. ახლა WizzAir-ი ხედავს ჩვენი ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ ტრაექტორიას და აცხადებს, რომ გაზაფხულზე დიდი ალბათობით ბაზა საქართველოში აღდგება“, – განაცხადა თურნავამ.
კომენტარი