ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იაღიდან ესროლეს
ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ადვოკატი სახლში იმყოფებოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადვოკატი ამბობს, რომ თავდასხმა ბარბარე რაფალიანცის საქმეს უკავშირდებოდა, რომლის დეტალებზეც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ტელეეთერში ისაუბრა.
არახამიას მტკიცებით, შეიარაღებული თავდასხმა მისი დაშინების მცდელობა იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე გასროლილი ტყვია ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის, სახლის ფანჯარა კი გაკაწრულია.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ბარბარე რალალიანსის საქმეზე გაკეთდა საჯარო განცხადება თუ როგორ იგეგმებოდა ამ საქმის გაყალბებ, მაგვს ლეგიტიმური ეჭვი რომ მომხდარი დაშინებას ემსახურება. სიუჟეტის გასცლის შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა"-
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
კომენტარი