სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიცკევიჩზე გარდაცვლილების შესახებ ახალი ვერსია ვრცელდება

ცნობილი გახდა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრთან მომხდარი შემთხვევის დეტალები. ასევე დადგენილია ორივე გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა.
როგორც ცენტრის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, ცენტრის ექიმმა, ზურაბ ბენდელიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მისივე პაციენტი მოკლა. მანამდე კი, პაციენტმა ცენტრის შენობაში, იმ ოთახში, სადაც ექიმი ბენდელიანი იმყოფებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო.
არსებული ინფორმაციით, ექიმმა პაციენტისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოასწრო, თუმცა ოთახში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწია და დაიწვა.
შემთხვევა მიცკევიჩის ქუჩის 29 ა ნომერში, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრთან მოხდა. გარდაცვლილები შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა აღმოაჩინეს. ცენტრის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. მეორე მამაკაცის ცხედარი კი შენობასთან ახლოს იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100