24 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი დილიდან გამოავლინეთ შრომისმოყვარეობა, მიზანმიმართულება, პასუხისმგებლობა. შესრულებული საქმით თავი მოაწონეთ უფროსს. კარგი დღეა სამედიცინო და პროფილაქტიკური კვლევისთვის.
კურო
თუ რამით უკმაყოფილო ხართ, უნდა გაიაზროთ და გათავისუფლდეთ. მშვიდი საქმეები შეასრულეთ. კარგია ჰობი და დასვენება. დღეს მიხვდებით, რომ საყვარელი ადამიანი სერიოზულად მოგეჯაჭვათ.
ტყუპი
მოერიდეთ ავანტიურასა და რისკს. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. საღამოს საოჯახო ვალდებულებები შეასრულეთ. თუ არ გსურთ, ოჯახის წევრები აგიჯანყდნენ.
კირჩხიბი
დილიდან ჩამოწერეთ საქმეების, შეხვედრების სია. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული ხართ, გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. შეისწავლეთ პარტნიორისა და კლიენტების თვისებები.
ლომი
დღეს გვირგვინი უნდა მოიხსნათ და კონკიას როლი შეასრულოთ. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურისა და ოჯახის საქმეების შესრულებას. ნუ ითაკილებთ მითითებებისა და ვალდებულებების მოგვარებას.
ქალწული
გაგიკვირდებათ და დღეს გონების კი არა, გულის კარნახით იმოქმედებთ. კარგი დღეა სამოსის, საჩუქრების შეძენა. აგრეთვე, მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად.
სასწორი
დილა პრაქტიკული საქმეების შესრულებას დაუთმეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან, ფარმაკოლოგიასა და მედიცინასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ფიზიკურად ნუ გადაიღლებით. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
მორიელი
შეიძლება შეგეცვალოთ შეხედულებები, გემოვნება. კარგი დღეა ახალი
მშვილდოსანი
დღე პრაქტიკული და მნიშვნელოვნი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. კონკურენტებს რომ აჯობოთ, მათზე ღირსეული და მცოდნე უნდა იყოთ. მხოლოდ საღამოს გამონახავთ დროს რომანტიკისა და მეგობრებთან ერთად გართობისთვის.
თხის რქა
მეტად მიზანმიმართული და ენერგიული ხართ. არ გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება. კარგი დღეა უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. კრიტიკულად განეწყვეთ საკუთარი საუბრის მანერის, ქცევისა და მავნე ჩვევების მიმართ.
მერწყული
შეამცირეთ ურთიერთობის გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების მოგვარებას და ცოდნის მიღებას. შეიძლება სხვებისთვის ფარული, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩაგივარდეთ ხელში. დისციპლინირებული უნდა იყოთ მკურნალობის მიმართ. გახსოვდეთ, ჯანმრთელობა თქვემს ხელთაა.
თევზები
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და კონტრაქტების გადასახედად. შეიძლება სოლიდური კომპანიის, ორგანიზაციის წევრი გახდეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. შეიძლება ახლა ძლიერი ხართ, მაგრამ მომავალში შეიძლება მფარველები დაგჭირდეთ.
კომენტარი