სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოდესელმა მამაკაცმა საკუთარი დედა აივნიდან გადმოაგდო (ვიდეო)

ტრაგიკული შემთხვევა ოდესაში, 42 წლის მამაკაცმა 82 წლის ქალი მესამე სართულის აივნიდან გადმოაგდო. „გაუმარჯოს უკრაინას“ ყვიროდა არაადეკვატური, ფსიქიურად დაავადებული მამაკაცი სახელდა ვიტალი მოხუცი ქალის გადმოგდების დროს. მედიაში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსია ვრცელდება, ერთი ვერსიის თანახმად ქალბატონი მისი ბებია იყო, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ვიტალის ნერვულ შეტევას დედა ემსხვერპლა.

მამაკაცის დაკავება სწრაფად ვერ მოხდა, სანამ სამართალდამცავები სახლში შეღწევას ცდილობდნენ, ვიტალი აივანზე იდგა და მიტინგს ატარებდა. სტატიაზე მიბმულ ვიდეოში თქვენ სწორედ ამ მიტინგის ამსახველი კადრების ნახვა შეგიძლიათ.

ამ დროისთვის ვიტალი პოლიციის მიერ ადგილობრივ ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი, რაც შეეხება 82 წლის ქალბატონს, რომელიც ვიტალის დედა ან ბებიაა, ის სიკვდილს გადაურჩა და მკურნალობის კურსს გადის.

ინციდენტი 2014 წლის 20 ივნისს მოხდა, ვიტალის შესახებ ინფორმაცია კი მედიასა და სოციალურ ქსელებში მხოლოდ დღეს გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ვიტალის ფსიქიური პრობლემები ყოველთვის არ ჰქონდა, ნერვული სისტემა მას ცოლთან განშორების შემდეგ გაუფუჭდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100