სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა იციან უცხოპლანეტელების შესახებ დედამიწაზე?

უამრავი ჭორი, მოსაზრება, სტატიები, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები - ეს ყველაფერი საზოგადოებაში უცხოპლანეტელებისადმი ინტერესის გამოწვევის მთავარი მიზეზია. თუმცა დედამიწის ისტორიაში არსებობს უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც დღემდე განხილვისა და კამათის საგნად რჩება.

1947 წლის 8 ივლისს აშშ-ს საჰაერო ავიაციამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ-ს საჰაერო არმიის ბობმდამშენმა ავიაპოლკმა ერთ-ერთ ფერმაში მფრინავი დისკი აღმოაჩინა. აღნიშნული განცხადება იმავე დღეს მოხვდა პრესის ფუცლებზე და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. ჟურნალისტებთან საუბრისას ფერმის მეპატრონე ფორესტ პლეისი აცხადებდა, რომ ღამით ძლიერი გრუხუნი გაიგო და მკვეთრი სინათლეც დაინახა, მეორე დილით კი აღმოაჩინა, რომ რამდენიმე ცხვარი დაიკარგა და სწორედ მათი ძებნისას წააწყდა ის საკუთარი რანჩოს ტერიტორიაზე უცნაური ნივთიერებების გროვებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტს. ეს გახლდათ უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული პირველი ოფიციალურად გახმაურებული შემთხვევა.

1 წლის შემდეგ აშშ-ს შტატ კენტუკიში, 1948 წლის იანვარში, ამოუცნობი მფრინავი ობიქტის თვალთვალს ერთ-ერთი ამერიკელი მფრინავის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1952 წელს კი უცხოპლანეტელებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი და ხმაურიანი შემთხვევა მოხდა. 12-დან 29 იანვრამდე ათობით ადამიანი ვაშინგტონის თავზე რამდენიმე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის გადაადგილებას ადევნებდა თვალს.

მკვლევარები, სხვადასხვა ოფიციალურ და არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, უცხოპლანეტელებს 30-დე ტიპის ჯგუფში აერთიანებენ. პირველი ტიპის უცხოპლანეტელების სხეული ადამიანის სხეულისაგან არ განსხვავდება და თუ სხვა პლანეტის წარმომადგენელს დედამიწის ბინადართა მსგავსად შემოსავთ, მათი ერთმანეთისაგან გარჩევა შეუძლებელი იქნება. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ტიპის უცხოპლანეტელები ბრაზილიაში, აშშ-ში, არგენტინაში, საფრანგეთში, ინგლისსა და ახალ ზელანდიაში იყვნენ შემჩნეულნი და მათი საერთო რაოდენობა 90-ს აღწევდა.

პირველის მსგავსად, მეორე ტიპის უცხოპლანეტელებიც ძალიან ჰგავნან ადამიანს, თუმცა მათი სიმაღლე 1 მეტრსა და 20 სანტიმეტრს არ აღემატება. ამ ტიპის უცხოპლანეტელები შემჩნეული იყვნენ კანადაში, აშშ-ში, ბრაზილიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და დანიაში. დედამიწაზე, სხადასხვა დროს, მეორე ტიპის უცხოპლანეტელთა სულ 93 წარმომადგენელი იყო შემჩნეული. გარდა ამისა, მკვლევართა მიერ სავარაუდო ტიპებად კლასიფიცირებულ უცხოპლანეტელებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ადამიანს საერთოდ არ ჰგავნან, თუმცა მათი თვითმხილველთა რიცხვი ძალიან მცირეა.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ, უკანასკნელი სერიოზული განცხადება 5 წლის წინ გაკეთდა. ჩიკაგოს საერთაშორის აეროპორტის თანამშრომელთა ჯგუფი ირწმუნებოდა, რომ 2006 წლის 7 ნოემბერს მათ მფრინავი თეფში ნახეს. ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ეს ინფომაცია უარყო, მათი განმარტებით, ჩიკაგოს აეროპორტის თანამშრომლებს მფრინავი თეფში ცუდი ამინდის გამო მოეჩვენათ. თუმცა საზოგადოების ნაწილში ამ ინციდენტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩიკაგოს აეროპორტის თანამშრომელთა მონაყოლზე დაყრდნობით, ვრცელი სიუჟეტები მოამზადეს ისეთმა მედიასაშუალებბებმა როგორებიცაა CNN, CBS, Fox News და Chicago Tribune.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100