სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღე თქვენთვის დადებითად ნამდვილად არ განვითარდება. იფრთხილეთ და ყოველივეს დიდი ყურადღებით მოეპყარით, რადგან შესაძლოა დაუშვათ შეცდომა, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.

კურო: თქვენი სიჯიუტე უკმაყოფილებას გამოიწვევს, როგორც გარშემომყოფებში, ასევე ოჯახის წევრებშიც. სიტუაციის გასანეიტრალებლად პირველ ნაბიჯს თქვენ თუ გადადგამთ კარგი იქნება.

ტყუპები: თქვენ დაძაბულობას და გადაღლილობას იგრძნობთ. ეს კი იმის ნიშანია, რომ დასვენება გესაჭიროებათ. ამიტომ შეარჩიეთ შვებულების გასატარებლად საუკეთესო ადგილი და სასწრაფოდ დაუთმეთ დრო მხოლოდ საკუთარ თავს

კირჩხიბი: შეცდომა რომელსაც დღეს დაუშვებთ დიდ პრობლემებს შეგიქმნით სამომავლოდ. ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად დაკვირვებულნი იყოთ, არ გამოგრჩეთ დეტალები. ეცადეთ იმ საქმეზე ინფორმაციის მიღებას რომელსაც დღის განმავლობაში წამოიწყებთ. კოლეგების მიერ მოცემულ რჩევებზეც ნუ დახუჭავთ თვალს.

ლომი: თქვენი სიჯიუტე თქვენთვის დამღუპველი აღმჩნდება. ახლობლების რჩევები ყოველთვის ტყუილი და გამაღიზიანებელი არ არის. ნუ გაურბიხართ მათ. შეგიძლიათ რჩევები მეგობრებსაც დაეკითხოთ და მათი გარკვეული ნაწილი, რომელთაც მისაღებად ჩათვლით გაითვალისწინოთ.

ქალწული: თქვენი ენერგიულობა საშუალებას მოგცემთ დიდი ყურადღებით მოეკიდოთ თქვენს საქმეს და დაკისრებული მოვალეობები საუკეთესოდ შეასრულოთ. თუმცა ასეთი სიტუაცია თქვენს დაღლიობას გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, საღამოს საათები ან სრულ მარტოობაში, ან რამდენიმე მეგობართან ერთად გაატარეთ.

სასწორი: საყვარელ ადამიანთან არსებულ ურთიერთობას გარკვეულ ტემპს თუ შემატებთ უკეთესი იქნება. ასევე დახუჭეთ თვალი გარკვეულ წვრილმანებზე, ეს საგრძნობლად გაგიადვილებთ ცხოვრებას. ნუ ცდილობთ ყოველივეში მხოლოდ ნეგატივის დანახვას.

მორიელი: შესაძლოა ხანმოკლე მეგობრულმა დამოკიდებულებამ თქვენი აღშფოთება გამოიწვიოს. ადამიანი, რომელიც თქვენი მეგობარი გგონიათ ისეთი კონფლიქტის მიზეზი გახდება, რაც თქვენს ნეგატიურ განწყობას განაპირობებს. ამიტომ, სანამ ადამიანებს სამეგობროდ შეირჩევთ, მანამდე კარგად დაფიქრდით.

მშვილდოსანი: შესაძლოა დღეს გარშემომყოფების გულგრილმა დამოკიდებულებამ თქვენდამი გაოცება გამოიწვიოს. კარგი იქნება, თუ ამ სიტუაციას დიდ ყურადღებას არ მიაქცევთ და თქვენს საქმიანობას ჩვეულებრივ ტემპში განაგრძობთ.

თხის რქა: დღეს მეტად ემოციურად იგრძნობთ თავს. ამის ფონზე შესაძლოა მოახერხოთ იმ ადამიანის პოზიციების ცვლილება, რომელიც საკუთარ შეხედულებებს თავგამოდებით იცავს. ეს საქმეს გაგიადვილებთ. კარგი იქნება თუ ემოციებს არ აჰყვებით და თავს მაქსიმალურად გააკონტროლებთ.

მერწყული: დღეს თქვენი პარტნიორი ეცდება თავი საკუთარი გარეგნობით მაქსიმალურად მოგაწონოთ, თქვენ კი სრული უფლება გაქვთ მსგავს ქმედებებს ყურადღებაც კი არ მიაქციოთ. თუმცა თქვენ მას ასეთ ქცევებს ვერ აუკრძალავთ. ადამიანებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები და დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზეც დამოუკიდებლად უნდა იზრუნონ.

თევზები: დღეს ძალიან ხალისიანად გაატარებთ დროს, როგორც სამსახურში, ასევე მეგობრების წრეშიც. ამიტომ, სამსახურში დაწყებული მხიარულება, საღამოს მეგობრების წრეში დაასრულეთ. შედეგად თავს ძალიან კარგად იგრძნობთ და თვითდაჯერებაც მოგემატებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100