სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ბავშვთა აღზრდის სტილია ძალადობრივი, ამას ბავშვების 67%-ი აღიარებს

საქართველოში ძალადობის მაჩვენებელი გაიზარდა. სტატისტიკურად, განსაკუთრებით იმატა ოჯახში ძალადობის ფაქტმა, რაც პრობლემაზე მომუშავე პირების მიერ, მძიმე სოცილაური პირობებით, ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიის დაუძლეველი სენით აიხსნება.
დსფსფსდფსდ
გარდა ამისა, ფსიქოლოგების განმარტებით, ძალადობა, ძირითადად, მძიმე, ტრავმული ბავშვობის მქონე ადამიანების ოჯახებისთვისაა ნიშანდობლივი.
განსაკუთრებით ხშირად ძალადობის მსხვერპლი ოჯახში ქალია, შემდეგ მოდიან ბავშვები და მამაკაცები. სტატისტიკური მაჩვენებლით, ძალადობის მსხვერპლთა საშუალო ასაკი ქალებში 24-დან 55-65 წელია, ბავშვებში 4-5 წლიდან 18 წლამდე და ზოგ შემთხვევაში ზრდასრულ ასაკშიც, ხოლო მამაკაცებში, ძირითადად, საპენსიო ასაკი, ისიც ხშირად დაქვრივებულ მამაკაცებში. როგორც ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კავშირ "საფარის" ხელმძღვანელმა, ნატალია ზაზაშვილმა "დრონი.ჯი"-სთან საუბრისას განაცხადა, სტატისტიკური მაჩვენებლის ზრდა, შესაძლოა, გამოწვეული იყოს საინფორმაციო საშუალებების უფრო მეტად ხელმისაწვდომობით, ვიდრე გასულ წლებში იყო შესაძლებელი.
დსფსფსდფსდ
ნატალია ზაზაშვილი: შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი, არც შეცვლილა, მაგრამ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ასევე სახელმწიფოს მიერ მოძიებული მონაცემების საშუალებით.
დსფსფსდფსდ
- რამდენად არის ძალადობა ქართული მენტალიტეტისთვის დამახასიათებელი?
დსფსფსდფსდ
- საქართველოს გამოცდილება და კვლევებიც აჩვენებს, რომ საქართველოში თვითონ აღზრდის სტილია ძალადობრივი. ბავშვების 67%-ი ამბობს, რომ მათზე ძალადობა სხვადასხვა ფორმით ხორციელდება, ძირითადად, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მეთოდებით. ძალადობრივია კულტურაც და აღზრდის მეთოდებიც... სკოლებში, განსაკუთრებით კი რეგიონში, ხშირია მოძალადე მასწავლებელი, მითუმეტეს, თუ ის თვითონაა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ასეთ მასწავლებლებს სკოლის მოსწავლეებზე შურისძიების ამოუწურავი რესურსი გააჩნიათ. გარდა ამისა, ცოტაა კვალიფიციური კადრი ბავშვთა ფსიქოლოგიაში მომუშავე ფსიქოლოგებისა, თვითონ მშობლები კი თვლიან, რომ მათ შვილებთან ფსიქოლოგების მუშაობა საჭირო არ არის.
დსფსფსდფსდ
- თქვენ გაქვთ თავშესაფარიც, სადაც დაზარალებულები ცხოვრობენ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციასაც იღებენ, რამდენი ადამიანი ცხოვრობს იქ?
დსფსფსდფსდ
- 2001 წლიდან მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია, გვაქვს ანონიმური თავშესაფარი, სადაც 6 ადამიანს შეუძლია ცხოვრება, ცალკე კი ჩვენს ორგანიზაციას ძალიან ბევრ ადამიანთან უწევს მუშაობა, რადგან ორიენტირებული ვართ, რეაბილიტაციაში იყოს ჩართული მთელი ოჯახი, მაგრამ მამაკაცების მოზიდვა რთულია, რაზეც ვმუშაობთ, ძალიან მნიშვნელოვანია თავად მოძალადესთან მოხდეს რეაბილიტაცია.
დსფსფსდფსდ
- რა კრიტერიუმით არჩევთ თავშესაფარში საცხოვრებლად ადამინებს?
დსფსფსდფსდ
- განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებს ვარჩევთ, ადამიანები, რომლებსაც აქ საცხოვრებელი არა აქვთ. ყოფილა შემთხვევა, რომ ქუჩიდან აგვიყვანია ქალი ბავშვთან ერთად, გვსურდა მისი დახმარება, მერე საქმის შესწავლისას აღმოჩენილა, რომ მას ჰქონდა შესანიშნავი სახლი რაიონში და ნაკვეთიც, მაგრამ იქ, სოფელში ცხოვრება არ სურდა, ასეთებს ვერ მივიღებთ. თავშესაფარში ცხოვრობდა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც აქ იყო გათხოვილი, იყო ძალადობის მსხვერპლი და მისი საბინაო მდგომარეობა არ იძლეოდა საშუალებას, სხვაგან ეცხოვრა.
დსფსფსდფსდ
- რა იყო ყველაზე მძიმე ისტორია, რაც შეგხვედრიათ მუშაობის პროცესში?
დსფსფსდფსდ
- იყო ერთი ქალი, რომელსაც ჰყავდა შვილებიც, იყო საქართველოში გათხოვილი. აღმოჩნდა, რომ მისი ქმარი იყო უსასტიკესი, ძალადობდა მასზე ყველა ფორმით როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად, სექსუალურად. ეს ის ისტორიაა, სადაც ცემა არაფერს ამბობს, ეს იყო საშინელი ძალადობა, როცა პერანგის ამარა ზამთარში ბოსელში აბამდა ცოლს, ბავშვებსაც. ყველანაირი მძიმე სამუშაოს შესრულება ამ ქალს ეკისრებოდა. მამაკაცს ჰქონდა ყველანაირი სადისტური და პათოლოგიური გამოვლინება.
დსფსფსდფსდ
- როგორია ფსიქოლოგების დასკვნა, როგორ ყალიბდებიან ადამიანები მოძალადეებად?
დსფსფსდფსდ
- განსაკუთრებით ხშირია და პროცენტულად მეტი მაჩვენებელია მოძალადე იმ ადამიანებისა, რომლებიც ბავშვობაში თავად გამხდარან მსხვერპლნი, მამის დედის ან სხვა პირის მხრიდან. ნაწილი მძიმე სოციალური პირობებისა და ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო გამხდარა მოძალადე, ძირითადად, მაინც ტრავმული ბავშვობის მქონე ადამიანების შემთხვევაში ვიღებთ ასეთ სურათს. ძალადობის ფაქტორს განსაზღვრავს ნარკომანია და ალკოჰოლიზმიც, რაც ასეა გავრცელებული. ნარკომანს, როცა ოჯახიდან გააქვს ყველაფერი, ცოლს უჩნდება პროტესტის გრძნობა, აგრესია მისი მხრიდან უსუსურობის დაფარვის მცდელობაა, რაც იწვევს გაღიზიანებას და კონფლიქტს ოჯახში. შემდეგ კი ძალადობაში იზრდება.
დსფსფსდფსდ
- ყოფილა შემთხვევა, როცა თავად მოძალადე მოსულა თქვენთან დახმარების სათხოვნელად?
დსფსფსდფსდ
- ისინი ვერ აცნობიერებენ თავიანთ დანაშაულს და საქციელს, იყო ერთი შემთხვევა, როცა მამაკაცი თავისივე ინიციატივით მოვიდა, მას გაცნობიერებული ჰქონდა თავის დანაშაული, ჩვენ დავიწყეთ მასთან აქტიური მუშაობა და საკმაოდ კარგ შედეგამდე მივედით. მუშაობის პროცესში ყოველთვის ვეკითხებით ქალს, რა იცის მისი ქმრის ბავშვობის შესახებ, როგორ ოჯახში იზრდებოდა. ერთ-ერთმა ქალმა გვიამბო, რომ მეზობლები იყვნენ ცოლ-ქმარი დაქორწინებამდე და ასეთი ისტორია მოყვა: მის ქმარს, როცა პატარა იყო, ორიანები მიუღია სკოლაში, დედას გამოუყვანია ეზოში, გადაჭრილ კუნძზე დაუდებინებია თავი და ნაჯახი მოუღერებია, უთქვამს, კიდევ ერთხელ თუ მოიტან ორებს, თავს წაგაცლიო. რა ხდება ამ დროს ბავშვის ფსიქიკაში? ის ხვდება, რომ მისთვის საყვარელი ადამიანი პრობლემის გადაჭრის ასეთ გზას პოულობს. ეს ადამიანი, როცა ოჯახს შექმნის და პირველი კონფლიქტი გაჩნდება, რაც ოჯახში აუცილებელია, ის პრობლემის გადაჭრას აუცილებლად ძალადობრივი გზით შეეცდება.
- ძირითადად კონფლიქტების წარმოშობის სტატისტიკა როგორია?
დსფსფსდფსდ
- პირველი არის გენდერული უთანასწორობა და ფუნქციების არათანაბარი გადანაწილება, მეორე – ეჭვიანობა და მესამე – რძალ-დედამთილის ტრადიციული თემა. ეს უკანასკნელი არის ტრადიციული თემა, სადაც ქალების ერთმანეთისადმი არასოლიდარობა იკვეთება.
დსფსფსდფსდ
- როგორც ვიცი, ლტოლვილებთანაც მუშაობთ, რა პრობლემები აქვთ მათ?
დსფსფსდფსდ
- ომის პერიოდში ჩავერთეთ კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებლებთან მუშაობაში. მაშინ, ძირითადად, მოგვმართავდნენ ქალები, რომლებიც გვთხოვდნენ დახმარებას, ამბობდნენ, რომ გაღიზიანების ფონზე საკუთარ შვილებზე გადაჰქონდათ აგრესია. ვმუშაობთ ჩეჩენ ლტოლვილებთანაც. მათ აქვთ ომის ტრავმა. ზოგადად, ძალადობის თემა დიდი პრობლემაა მსოფლიოში. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ძალადობრივ ოჯახებში, მძევლებივით არიან, ძალიან ცოტა ახერხებს ამ ტრავმის დაძლევას, ამიტომ მხოლოდ ოჯახის საქმე არაა, როგორ ზრდის ოჯახი ბავშვს, ამაში ჩართული უნდა იყოს სახელმწიფოც და არასამთავრობო ორგანიზაციები.
დგდფგდფგდფგ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100