სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში დაიწყო მე-5 ტალღა...დეკემბერი იქნება უმძიმესი...გამოფხიზლიდთ! თავს ნუ იტყუებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია! - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის განახლებულ სტატისტიკას ეხმაურება და წერს, რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.

ფხაკაძე ბევრად უფრო მძიმე დეკმბერს პროგნოზირებს და კონკრეტული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ითხოვს. ამასთან, ფხაკაძე აქვეყანაში მხოლოდ ერთი ვაქცინით, "ფაიზერით" იმუნიზაციას ემხრობა.

"საქართველოში დაიწყო კოვიდის მე-5 ტალღა!

დღეს საქართველომ დაკარგა 78 მოქალაქე!

ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასაწყისი!

დაკემბერი საქართველოში იქნება უმძიმესი!

გამოფხიზლდით, გონს მოეგეთ… საკუთარ თავს უწყობთ გენოციდს!

ყველა ვართ დამნაშავე, დიახ, ყველა!

გამოსავალი არის მხოლოდ ერთობაში!

საქართველოს ჰყავს ორი მტერი: კოვიდი და რუსეთი!

78 ადამიანი …..

მაინდამაინც 100 ადამიანის სიკვდილის შემდეგ დავიწყებთ შეწუხებული სახეებით სიარულს! რა გვჭირს?!

ყველა, ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს, არის მკვლელი!

ყველა, ვინც არ იცრება არის მკვლელი!

ყველა არაპროფესიონალი, ვინც იღებს უაზრო გადაწყვეტილებებს (ჩამონათვალი დიდია), არის მკვლელი!

ყველა ეგრეთ წოდებული “ანტივაქსერი”, “ბლოგერი” თუ ჯანდაბა - ყველანი არიან მკვლელები!

კვდებიან აუცრელი ადამიანები!

ვირუსს ავრცელებენ აუცრელი ადამიანები!

გამოსავალი არის მხოლოდ შემდეგში:

ქვეყანა დღესვე უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე (ფაიზერზე)!

ვაქცინა უნდა იყოს სავალდებულო 100%,იანი დაფარვით კონკრეტული ჯგუფებისთვის: სამედიცინო სფერო, საგანმანათლებლო სფერო, სერვისის სფერო, ძალოვანი სტრუქტურები, და მედია!

კოვიდ ელექტრონული სტატუსი უნდა იყოს დანერგილი ქვეყანაში რაც შეიძლება, მალე, მაქსიმუმ 1 კვირაშიდა წარდგენილი “მწვანე” კრიტერიუმები არის გადასახედი. უნდა იყოს მხოლოდ 2 კრიტერიუმი: ფაიზერით აცრილი 6 თვე ან პსრ ტესტი 72 საათი. თავს ნუ ვიტყუებთ!

მწვანე საშვი არ უნდა სჭირდებოდეს: აფთიაქი, საავადმყოფო, სასურსათო მაღაზია და შიდა საქალაქო ტრანსპირტი,. ყველა დანარჩენ შემთხვევაში უნდა იქნას ამოქმედებული მწვანე საშვი თავისი ჯარიმით 500ლარი დაწესებულებას თითოეულ არა მწვანე საშვიანზე!

სამედიცინო პირბადე უნდა იყოს სავალდებული ყველგან გარე და შიდა სივრცეებში (განსაკუთრებით სასწავლო დაწესებულებებში) და ჯარიმა უნდა იყოს მყისიერი, 50 ლარი!

დისტანცია მინიმუმ 1 მეტრი უნდა იქნას დაცული საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვა დახურულ სივრცეში - 1.5 მეტრი, სასურველია 2 მეტრიანი დისტანცია.

ყველა დაწესებულებამ განიხილოს დისტანციურ რეჟიმზე მაქსიმალურას გადასვლა. დიახ, ყველა კერძო და საჯარო სამსახურები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე. გეკითხებით ბუღალტერს, ანსლიტიკოსს, და იურისტს რა უნდა ოფისში ?!

გამოვიყენოთ საღი აზრი და გადავარჩინოთ სიცოცხლე! სხვა ალტერნატივა არ არის !" - წერს ფხაკაძე.

კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

ვაქცინაციის განახლებული სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100