სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი დაზღვევის ჩატ ბოტმა ელექტრო სკუტერი გაათამაშა

თიბისი დაზღვევის ჩეთ ბოტმა B Bot • ბი ბოტმა რომლის საშუალებითაც მომხმარებელს სხვადასხვა დაზღვევის შეძენა პირდაპირ facebook მესენჯიდან შეუძლია, ყველაზე იღბლიანი მოგზაური ელექტრო სკუტერით დაასაჩუქრა. აქციის განმავლობაში, ყოველი მე-5 ვინც ბი ბოტით თავის ან მეგობრების მოგზაურობას დააზღვევდა, საჩუქარს მიიღებდა.


ამ პერიოდში ბი ბოტმა, 400 ადამიანი სხვადასხვა პრიზებით დაასაჩუქრა და მათ საბას ელექტრონული წიგნები, როუმინგის მეგაბაიტები, კინოს ბილეთები, ურბანეარსის ყურსასმენები და ელექტრო სკუტერი გადასცა.
ამ ადამიანებს შორის ყველაზე იღბლიანი, მე-2000 მოგზაური, მაკა მანჯავიძე აღმოჩნდა, რომელმაც მთავარი პრიზი
, ელექტრო სკუტერი მოიგო.

იღბლიანი მომხმარებელი საკმაოდ ხშირად სარგებლობს თიბისი დაზღვევის პროდუქტებით და ამბობს, რომ ბი ბოტით მათი შეძენა განსაკუთრებით მოსახერხებელია;

“წელიწადში 2-3 ჯერ ვმოგზაურობ. ზოგჯერ მივლინებით, ზოგჯერ ტურისტულად. არაერთხელ შემიძენია სამოგზაურო დაზღვევა ბი ბოტის დახმარებით, მარტივია და კომფორტული. თავიდან არ დავიჯერე. არ მეგონა, რომ ასე მარტივად შეიძლებოდა ასეთი ნივთის მოგება. ამიტომ დავრეკე თიბისი დაზღვევაში და გადავამოწმე მართლა მოვიგე თუ არა. მერე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.”

ბი ბოტის დახმარებით ნებისმიერ მსურველს შეუძლია სამოგზაურო დაზღვევა თავისთვის და მეგობრებისთვისშეიძინოს. ამისთვის საჭიროა, B Bot • ბი ბოტი facebook მესენჯერში მოძებნოთ და მიწეროთ, რომ დაზღვევის შეძენა გსურთ. ბოტი რამდენიმე მარტივ შეკითხვას დაგისვამთ და საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ დაზღვევის ღირებულებასაც ჩეთიდან გაუსვლელად გადაგახდევინებთ. სამოგზაურო დაზღვევის პოლისს კი ელექტრონულ ფოსტაზე და სმს-ის სახით თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე გამოგიგზავნით.

ამის შემდეგ შეგიძლიათ იმოგზაუროთ თავისუფლად და საზღვრის გადაკვეთისას დაზღვევის ელექტრონული პოლისი წარადგინოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100