სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი ასე ატარებენ დროს ქართველი სვეცკები

ამონარიდი დავით კოვზირიძის ნაწარმოებიდან „გელუჩა“

ბარნოვის ქუჩა... პრანჭვა-გრეხის, უსაფუძლო მედიდურობის, ალოგიკური სიგრძის ჯიპების, მოულოდნელად გამდიდრებული ქაჯებისა და ვაზელინით დაწინაურებული ფენის საგულაო მონაკვეთი. ქართული შანზელიზე, ახალი ტანსაცმლისა და მანქანების საპრემიერო ქუჩა. აქ არაფერია მოდაში. აქ თავად ქუჩაა ოტ კუტური.

აი, მორიგი გაზიზინებული კინგ-კონგი მოგრიალდა. რა თქმა უნდა, შავი და, რა ტქმა უნდა, "მაგარი" ნომრებით. მოდი, კამერა ავიღოთ და პატარა დოკუმენტური ფილმი გადავიღოთ:

კინგ-კონგი უდიერად ჩერდება და ნახევარ გზას კეტავს, რასაც ვერავინ აპროტესტებს - რა იცი, ვინ მოვიდა? მძღოლი და წინ მჯდომი ძალიან სწრაფად და აღგზნებულად გადმოდიან. ორივეს ერთნაირად აცვიათ, აქეთ-იქით იყურებიან სწრაფ-სწრაფად, ხელებით ყვერებს იხილავენ, სიგარეტს უკიდებენ, სულ უფრო იძაბებიან. ძალაუნებურად ფიქრობ რომ აი, ახლა გავარდება ტყვია, აი, ახლა ატყდება სისხლისღვრა, მაგრამ ამ დროს უკანა კარებიც იღება და ორი ასევე ერთნაირად ჩაცმული შტერი ფურირემი გადმოდის. ირმები კავალერებზე მაღლები არიან, თან ძალიან ამაყებიც და ისინიც თვალებს აცეცებენ, ძალიან უნდათ სხვა ირმებმაც დაინახონ, როგორ მოიდნენ კრეისერით თვით ბარნოვზე!

უმჯობესია, რესტორან "ლუვრში" შევცვივდეთ და შიგნიდან გადავიჭოთცენტრალური კადრი - ქართველების შესვლა "ზავიდენიაში"! ეს რომ სერჯიო ლეონეს ენახა... კარი იღება, პირველი რული შედის, ზღურბლზე ყოვნდება, სახლის ნაკვთებს ჭიმავს, ზიზღიანი თვალებით უყურებს ყველას, ვინც შიგნითაა, კიდევ ერთხელ წაეთამაშება ყვერებს, ხელს ივლებს წელზე (ყველამ გაიგოს, რომ იარაღითაა), ცხვირს იფხანს (ყველამ იცოდეს კაიფშია), ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტიდან ახალს უკიდებს და ბრძანებს - შევედით, ბოიშვილი ვიყო...

გზა გაწმენდილია, შედიან. ყველა ერთმანეთს უყურებს, ყველა ერთმანეთს ათვალიერებს, ყველას ერთმანეთი ეზიზღება! სხდებიან. ოფიციანტი მაგიდას უახლოვდება. ისიც დაძაბულია. იმდენად, რომ ჯიბეში ნავახა უდევს ყოველი შემთხვევისთვის. მენიუებს მაგიდაზე აწყობს და იქვე დგება შეკვეთის მოლოდინში.

- ეს (მენიუ) არ გვჭირდება, ძმაო, წადი და შუსტრად მოგვიტანე ორი კანიაკი, ორი მოხიტოა თუ რაღაც და სოკები. და რამე სასმუსნაო. მიდი, მიდი, დროზე ქენი.

- ქალბატონები რამეს ხომ არ დაამატებენ?

- შენ ბიჭო, ყურში ცუდად გესმის, მე ამის დედას შევეცი? ჰა?

- ეგრე რატო მელაპარაკები ჯიგარო, შენ მე აფიციანტი ხო არ გგონივარ? ჩემი დედა მოვტყან ბიჭო, შენი წონა საქმე მაქვს გაკეთებული ქუჩაში! - ხელს ჯიბეში იყოფს და დანას ხსნის.

- რააა? ვინაა ბიჭო, შენი ბიჭო? ხო არ გინდა, კოჭები დაგიხვრიტო? - ხელი იარაღისკენ მიაქვს.

ოფიციანტი დანას იღებს, ირმები კივიან, დანარჩენებს ერთი სული აქვთ, როდის დაიწყება აურზაური.

უცებ ერთხელაც იღება კარი და, რასაკვირველია, უკლებლივ ყველა იქით იყურება. მოჩანს ანაფორიანი სილუეტი. ნუთუ მამა გუჯაა? კი, ეგაა, ბარნოვის ქუჩის კლიენტურის სულიერი მესაიდუმლე. სახელგანთქმული მოძღვარი, რომელიც "ლუვრში" კვარტეტზე ოდნავ დიდი და ოდნავ უკეთესნომრიანი ჯიპით მოვიდა ქალაქში ცნობილი სამარხვო ოსტრის დასაგემოვნებლად. მთელი კაფე რიგში ჩადგა, სათითაოდ კოცნიან, ზოგი ხელზე და ზოგი მხარზე. იწერენ პირჯვარს. ზოგიერთმა "მამაო ჩვენცო" ჩააბულბულა. რომელიღაც მაგიდასთან მისი სადღეგრძელო შეისვა ფეხე ადგომით, ერთმა ირემმა ხმამაღლა დაიძახა: რა სიმპატიჩნიაა!

"ლუვრში" დროებითმა სიმშვიდემ დაისადგურა...

საღამოს კი კრეისერი ჯერ ოფიციანტის სახლთან გაჩერდა და ცეცხლი გახსნა, მერე მამა გუჯას ეკლესიასთან შენიშნეს. მსროლელებმა აღსარება ტქვეს, ეკლესიას ხუთასი ევრო შესწირეს და მოინანიეს. მერე განწმენდილებმა სხვა ირმებს გაუარეს და ისევ ბარნოვზე დაბრუნდნენ, "ლუვრის" გვერდით, "მანჰტენში".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100