სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტოები, რომლებიც ჯაბა იოსელიანის საფლავთან ცხედრის ამოთხრის მცდელობისას დატოვეს

როგორც ფოტოებიდან ჩანს, ჯაბა იოსელიანის პერსონის მიმართ მთავარ უკმაყოფილებას სწორედ ე.წ. თბილისის ომი და შემდგომ მთელი საქართველოს მასშტაბით განვითარებული მოვლენები იწვევდა. "დრონი.ჯი"-სთან საუბრის შემდეგ მამაკაცმა, რომელმაც თავი გუშინდელი ინციდენტის ავტორად წარმოგვიდგინა, ინტერნეტპორტალის რედაქტორს ის ფოტოებიც გადასცა, რომლებიც საგანგებოდ ამობეჭდა თაბახის ფურცლებზე, რათა ჯაბა იოსელიანის საფლავის ქვაზე დაეტოვებინა. მისი თქმით, ამ ფოტოების დატოვებით მან ხაზი გაუსვა, რომ ჯაბა იოსელიანის მიმართ პირადი წყენა არ ჰქონდა და მისი საქციელი არ უნდა აღქმულიყო, როგორც პირადი შურისძიება.

"უნდათ, ვანდალი მეძახონ და უნდათ - სტენდალი, ჯაბას მაინც ამოვთხრი", - განუცხადა მან "დრონი.ჯი"-ს რედაქტორს. ექსკლუზიური ინტერვიუს წაკითხვა სრულად აქ შეგიძლიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100