სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლილოში ქლორიანი ავზი პირდაპირ ეთერში გასკდა: 56 ადამიანი მოწამლულია (ვიდეო)

მასალის გამოქვეყნების დროისთვის ლილოში, საქნავთის დასახლებაში სიტუაცია ჯერ კიდევ საგანგაშოა: მას შემდეგ, რაც იგეგმებოდა ქლორიანი, გაბზარული ავზის გადატანა უსაფრთხო ადგილას, ის გასკდა და ქლორის ნაკადი ქუჩაში გადმოიფრქვა. სამაშველო სამსახურებმა მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანებისა და მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადეს. ინციდენტი პირდაპირ ეთერში მოხდა: საქნავთობის დასახლებიდან პირდაპირ ჩართვას „მაესტრო“ და „რეალ.ტვ“ შემთხვევის პირველი წუთებიდანვე ახორციელებენ.

ავზი , საიდანაც თავდაპირველად ქლორმა გაჟონა და 12 ადამიანი მოწამლა, პირდაპირი ჩართვის დროს გასკდა („მაესტროს“ ვიდეომასალა სტატიას თან ერთვის). ამის შემდეგ დაზარალებულთა რიცხვი 50-დე გაიზარდა: მოწამვლის ნიშნებით სტაციონარებს 56 ადამიანმა მიმართა. მათგან მძიმეა ორის მდგომარეობა, დანარჩენების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის შედეგად დაზარალდნენ მეხანძრეებიც: ერთ-ერთი მეხანძრე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში სასწრაფოთი გადაიყვანეს. მძიმე სიტუაციის განსამუხტავად ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები. თბილისის თითქმის ყველა უბნიდან გამოძახებულია დამატებით სახანძრო რაზმები, რათა მომწამვლელი ნაკადი წყლით განეიტრალდეს.

შეგახსენებთ, რომ ლილოში, საქნავთის ტერიტორიაზე ქლორის გაჟონვა ონკანის გაუმართაობამ გამოიწვია . უკვე ცნობილია, რომ საწარმო, რომელშიც ინციდენტი მოხდა, ირანულ კომპანიას ეკუთვნის. .
საქნავთის დასახლებაში ამ დრომდე ათამდე სახანძრო სამსახურის მანქანა და 50-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. ისინი შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას ამ დრომდე აგრძელებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100