სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოამბემ" კიდევ ერთი სავარაუდო სამალავი გადაიღო

კიდევ ერთი ადგილი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იარაღისა და საიდუმლო მასალების სამალავად მიიჩნევს, "მოამბის" გადამღებმა ჯგუფმა გუშინ გადაიღო.

მღვიმე ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში, ზღვის დონიდან დაახლოებით 800 მეტრზე მდებარეობს.

ადგილობრივების ინფორმაციით, ამ ადგილზე ხშირად იმყოფებოდნენ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და არსებობდა ეჭვი, რომ აქ სამალავი იყო მოწყობილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, მღვიმე სამართალდამცველებმა გუშინ დაათვალიერეს, თუმცა ამოიღეს თუ არა მათ მტკიცებულებები, უცნობია.

გამოქვაბული სიგრძეში კილომეტრ-ნახევარია. ის ერთმანეთთან ორ სოფელს აკავშირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100