სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჯოჯოხეთი ვნახე თვალით, გარბიხარ და მოგსდევს ცეცხლი,ცოცხალი ვარ, ცოტა ბეჭები მაქვს დამწვარი" - აი, რას წერს ქართველი ემიგრანტი ქალი საბერძნეთიდან

აი რას წერს ქართველი ემიგრანტი ქალი ნინი მაისურაძე, რომელიც, საბერძნეთში იმ ტერიტორიაზე მუშაობდა, სადაც ხანძარი მძვინვარებდა:

ჯოჯოხეთი ვნახე თვალით, ცოცხალი ვარ, ცოტა ბეჭები მაქვს დამწვარი, თუმცა ის რაც გადავიტანე ვერ აღვწერ. თავი გადამერჩინა თუ ხალხი არ ვიცოდი, გარბიხარ და მოგსდევს ცეცხლი, იწვიან სახლები, ხალხი ცხოველები. მხოლოდ რამდენიმე კადრი მაქვს გადაღებული, რადგან აღარც ტელეფონი მახსოვდა და აღარც არაფერი, ღმერთმა დაიფაროს ყველა“.

შეგახსენებთ, რომ უშინ ათენის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე დასახლებასთან ხანძრის რამდენიმე კერა ერთდროულად გაჩნდა. ცეცხლის გავრცელებას მშრალმა ამინდმა და ქარმა შეუწყო ხელი. ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.

საბერძნეთში საქართველოს საელჩო სრულად არის მობილიზებული და საქართველოს ერთ მოქალაქეს ეძებენ.

საქართველოს მოქალაქეებს საელჩოსთან დაკავშირება საჭიროების შემთხვევაში, ცხელ ხაზზე, სატელეფონო ნომერზე +306995779793 შეუძლიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100