რუსეთთან ურთიერთობა რომ აღდგება, ყველაფერი დამშვიდება - "ოცნების" აქციის მონაწილე
თავსუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" აქციაზე დასასწრებად მისული ერთ-ერთი მხარდამჭერი ამბობს, რომ როცა რუსეთთან ურთიერთობა აღდგება, ყველაფერი დამშვიდდება და წესრიგიც იქნება.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ ქვეყანას ხელისუფლება "დაამშვიდებს".
"ჩემი მოთხოვნაა მშვიდობა იყოს ყოველთვის. ჯერ არ არის, მაგრამ იქნება. დაამშვიდებს ["ოცნება"] ქვეყანას, იმედი მაქვს, რუსეთთან ურთიერთობა რომ აღდგება, ყველაფერი დამშვიდება და წესრიგში მოვა", - თქვა მან.
ცნობისთვის, ხელისუფლების მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე უკვე იკრიბებიან, მათთან ერთად არიან რეგიონებიდან ჩამოყვანილი საჯარო უწყებების თანამშრომლები, სკოლისა და ბაღის მასწავლებლები, სსიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებულები.
კომენტარი