სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინელმა ფემინისტებმა მოსკოვში, მაცხოვრის ტაძართან გაიხადეს და "Боже, царя гони!" იმღერეს

ქრისტე მაცხოვრის ტაძართან, მოსკოვში, უკრაინული მოძრაობის FEMEN წევრებმა რუსული ოპოზიციის მხარდასაჭერად სკანდალური, ტრადიციულად, შიშველი აქცია მოაწყვეს.

უკრაინელი ქალები მოსკოვში საგანგებოდ ამ აქციის მოსაწყობად ჩავიდნენ და საკუთარი სცენარის მიხედვით მოქმედებდნენ. მაცხოვრის ტაძრის წინ მათ სწრაფად გაიხადეს, წინასწარ მომარაგებული ჯვრები დაიჭირეს ხელში და ინტერპრეტირებული საგალობელი: "Боже, царя гони!" იმღერეს. ყოველივე ამას თან ახლდა თეატრალიზებული წარმოდგენა - მიწაზე ხოხვის ჩათვლით. გოგონების განცხადებით, რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები ფალსიფიცირებულია და მთლიანად უჭერენ მხარს ოპოზიციის გამოსვლებს.

შიშველი ქალების აქცია დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მას შემდეგ, რაც სიტყვიერმა შეგონებამ არ გაჭრა, შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა და ტაძრის დაცვის თანამშრომლებმა გოგონებს დიდი ზომის ქურთუკები მოახურეს და ტაძრის წინამდებარე ტერიტორიიდან გაათრიეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100