სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკი: „მე მესმის, რომ საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელთა უმრავლესობისთვის მიუწვდომელია“

ლეონიდ ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებს მოუწოდებს დახმარებისთვის სახელმწიფოს მიმართონ: “ძალიან ხშირად ჩემს „ფეისბუქის“ გვერდზე მოდის შეტყობინებები, რომლებშიც ადამიანები მთხოვენ მათ საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა დავუფინანსო. ადრე, ერთხელ უკვე დავწერე, რომ ჩემი საქველმოქმედო ფონდი ასეთი ტიპის ოპერაციებსა და მკურნალობას არ აფინანსებს.

ჩვენ ვეხმარებით ავადმყოფ, მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს - სულ, 700 ადამიანზე ვზრუნავთ და ყოველწლიურად ამ დაჩაგრული მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევაზე 2 მლნ ლარს ვხარჯავთ! 2017 წლიდან კი ამ თანხას გავაორმაგებთ!

მე მესმის, რომ საზღვარგარეთ ძვირადღირებული მკურნალობა ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებელთა უმრავლესობისთვის მიუწვდომელია, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი და ორგანიზაცია ყველა ასეთი გაჭირვებულის პრობლემას ვერ მოაგვარებს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია მხარდაჭერა სახელმწიფოსგან!

მსოფლიოში არ არსებობს არცერთი ფონდი და ადამიანი, რომელიც სისტემატურად დაეხმარებოდა ადამიანებს კიბოს ან სხვა საშინელი დაავადებების მკურნალობაში, რომელთა ოპერაციებისთვის საჭიროა ათიათასობით ევრო ან დოლარი! მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოს, რომელთა წარმომადგენლებსაც ხალხმა ხმა მისცა, ვალდებულია გამოყოს თანხები ამ მიზნით - ასე ხდება ყველა ქვეყანაში!

მოითხოვეთ დახმარება სახელმწიფოსგან ან იმ დეპუტატებისგან, რომლებსაც ხმა მიეცით! მათ კონსტიტუცია ავალდებულებთ ყველას დაეხმარონ!“ - წერს ჩერნოვეცკი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100