ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს პრემიერ--მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, ასტრიდ თორსის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი.
პრემიერ--მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთოს უმაღლეს კომისარს საქართველოს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის პირადი მრჩეველი სიპრა რაუტიო, სექციის უფროსი სამართლებრივ საკითხებში ვინსენტ დე გრააფი, უფროსი პოლიტიკური მრჩეველი კაუპო კანდი, ეროვნული პროგრამის მენეჯერი საქართველოში ნინო გოგოლაძე.
კომენტარი